დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყავის ბაზარზე ხარისხის კონტროლი სუსტია - „ჩერი“

ყავის ბაზარზე ხარისხის კონტროლი სუსტია - „ჩერი“

2023-04-07 15:11:55

„ჩერის“  წარმოება  2022 წელს 15%-ით გაიზარდა. ის  პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც  ინდუსტრიული ყავის წარმოება დაიწყო და ქართველ მომხმარებელს უნიკალური ტექოლოგიით მომზადებული, გამორჩეულად გემრიელი 100%-ით ნატურალური ყავა შესთავაზა. პროდუქტი გათვლილია ყველა სამომხმარებლო სეგმენტზე და  ყავის ბაზარზე დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

„ჩერის“ მენეჯერის თინათინ ლომთათიძის ინფორმაციით, წარმოებული ყავის 15-20% ძვირიან, პრემიუმ კლასის სეგმენტს უჭირავს, დაახლოებით 80%-მდე საშუალო და იაფი პროდუქტის წილია.

„ბაზარზე „ჩერის“ ნიშა აშკარად გამორჩეულია, რაც მისი პროდუქციის მიმართ მაღალ მოთხოვნას განაპირობებს.  შესაბამისად, წარმოების ტემპი წლიდან წლამდე იზრდება. ამ მხრივ საინტერესო იყო 2022 წელი,  წარმოებაში საშუალოდ 15 %-იანი ზრდა ფიქსირდება. რაც შეეხება ფასს, ბოლო პერიოდში ყავის გაძვირების ტენდენცია  გრძელდება. ჩვენს შემთხვევაში 2022 წლის იანვარში დავაკორექტირეთ, 25%-ით გაძვირდა პროდუქცია და არსებულ მაჩვენებელს დღემდე ვინარჩუნებთ.

52 დასახელების პროდუქტს ვაწარმოებთ. ძვირიან (პრემიუმ) კლასის ყავას თავისი მომხმარებელი ჰყავს, მთლიანი გაყიდვების 15-20 % მოდის ამ სეგმენტზე, დანარჩენი 80% საშუალო და იაფი პროდუქტები იყიდება“ - ამბობს თინათინ ლომთათიძე Business Insider Georgia-თან.

რაც შეეხება ბაზარზე არსებულ გამოწვევას, მისი თქმით,  ხარისხის კონტროლის სისუსტეა.

როგორც ,,ჩერის“ მენეჯერი აღნიშნავს, ბევრი იმპორტირებული პროდუქტია გაყიდვაში, რომელიც არის უხარისხო და სათანადოდ ვერ მოწმდება.

ცნობისთვის, „ჩერი“ 2012 წლის 21 მარტს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს  ყავის იმპორტი, მისი შემდგომი გადამუშავება (გაწმენდა, მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) და დისტრიბუცია საქართველოს ტერიტორიაზე.

ამ ეტაპზე ,,ჩერი“ ყველაზე დიდი ყავის საწარმოა საქართველოში. თავდაპირველად 4,5 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული.

პროდუქტი ექსპორტზე 4 ქვეყანაში გადის. დასაქმებულია 40 ადამიანი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები