დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყვარლის ფულის მუზეუმში  გამოფენა - "ქართული ფულის დამზადების ისტორია" გაიხსნა

ყვარლის ფულის მუზეუმში გამოფენა - "ქართული ფულის დამზადების ისტორია" გაიხსნა

2023-05-18 16:44:00

მუზეუმის საერთაშორისო დღისა და დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, 2023 წლის 18 მაისიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ქართული ფულის დამზადების ისტორიის შესახებ გამოფენას უმასპინძლებს.

მუზეუმში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, 1919-1921 წლებში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, საქართველოში ფულის ნიშნების დამზადების ისტორიას გაეცნონ და შესაბამისი პერიოდის ფოტომასალაც დაათვალიერონ.

გამოფენა - "ქართული ფულის დამზადების  ისტორია" | 1919-1921, მიმდინარე წლის 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ყვარლის ფულის მუზეუმი (რუსთაველის #10) ვიზიტორებს ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 09:00-18:00 საათამდე მასპინძლობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები