დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო შევამციროთ საწვავის ფასი - ირაკლი ღარიბაშვილი

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო შევამციროთ საწვავის ფასი - ირაკლი ღარიბაშვილი

2023-03-26 13:16:47

ჩვენ ახლა დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკება და შედეგი სახეზე არის, რომ საწვავის ფასები არის შემცირებული. ორ ლარს ჩამოსცდა უკვე არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა ფასები კიდევ უფრო შემცირდეს.

„ეს კომუნიკაცია, დიალოგი გრძელდება საწვავის იმპორტიორებთან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო შევამციროთ საწვავის ფასი, მათ შორის, დიზელის ფასიც. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა სურსათის პროდუქტების ფასების შემცირებაზე, უკვე გაიაფდა მას შემდეგ, რაც დავაანონსე მთავრობაზე ჩვენი გეგმა, რომ ძალიან მალე პარლამენტს წარმოგიდგენთ ახალ კანონპროექტს, რომელიც დაარეგულირებს, მათ შორის, იმპორტიორსა და გამყიდველს შორის, საცალო ქსელებს შორის ურთიერთობას.

დღეს უკვე 20-30%-ით არის შემცირებული ფასები სურსათზე, ძირითად პროდუქტებზე და ასევე, ჩვენი ვარაუდით, კიდევ უფრო დაიკლებს მომდევნო თვეებში, მას შემდეგ, რაც ამ კანონს მივიღებთ და ახალ რეგულაციებს შემოვიტანთ. მთლიანობაში გვაქვს კონკრეტული ხედვები დევნილების სახლების მშენებლობა იქნება, თუ გაუმჯობესებული სერვისები იქნება, ყველა მიმართულებით ჩვენ ვაჩვენებთ სერიოზულ პროგრესს“, - განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები