დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა აფერხებს ელექტრომობილების ბაზრის განვითარებას - „ლაიონ გრუპი“

რა აფერხებს ელექტრომობილების ბაზრის განვითარებას - „ლაიონ გრუპი“

2023-03-26 10:59:16

მოქალაქეებს ელექტრომობილებზე გადასვლა სურთ, თუმცა მთავარ პრობლემას შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობა წარმოადგენს - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს "ლაიონ გრუპის”  ხელმძღვანელმა ლევან სუხიტაშვილმა განუცხადა. "თუ ინფრასტრუქტურა მდორედ განვითარდა, მაშინ რეალიზაცია და ამ ტიპის ავტომობილებზე მოთხოვნა სწრაფად ვერ გაიზრდება. სახელმწიფომ თავისი ხედვა ბიზნესთან ერთად მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს", - ამბობს სუხიტაშვილი.

მისივე თქმით, "ლაიონ გრუპს” ამ ბაზრის განვითარებაზე საკუთარი ხედვა აქვს.

"დიდ ქალაქებში ელექტრომობილებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა არ არის პრიორიტეტული, რადგან განვითარებულ ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობა თავად ახერხებს ინფრასტრუქტურის მოწყობას. საჭიროა ბაზარზე ელექტრომობილების რაოდენობის შესწავლა, შემდგომ კი ნაკადების იდენტიფიცირება: რამდენი ავტომობილი რა მიმართულებით და რომელ რეგიონში გადაადგილდება, ამასთანავე უნდა განისაზღვროს ტურისტული ნაკადებიც.

მეზობელ ქვეყნებს თუ განვიხილავთ, სომხეთსა და აზერბაიჯანში, საქართველოსთან შედარებით ელექტრომობილების ბაზრის წილი გაცილებით მეტია. აღნიშნული უნდა იყოს შესწავლის საგანი და სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე განვსაზღვროთ ჩვენს მოსახლეობაზე გათვლილი, ლოკაციურად და რაოდენობრივად ხელმისაწვდომი ელექტროსადგურები, პარალელურად დაიწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მომზადება - ამბობს "ლაიონ გრუპის” ხელმძღვანელი.

მისი ინფორმაციით, საქართველოს ბაზარზე ელექტრომობილების წილი 1%-მდეა.

"ლაიონ გრუპი" ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელსაც საქართველოში ელექტრომობილები შემოჰყავს. "კომპანიასა და ჰოლდინგში ელექტრომობილების იმპორტს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. ვგეგმავთ რეალიზაციის გაზრდას, რაც პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე", - ამბობს სუხიტაშვილი.

საქართველოს ბაზარზე კომპანია E-Space ერთ-ერთია, რომელიც ელექტრომობილების დამტენებს ამონტაჟებს. E-Space-ის ქსელში 2022 წლის მონაცემებით 90-ზე მეტი დამტენია ჩართული. გარდა ამისა, მას სხვადასხვა კომპანიისთვის 100-მდე დამტენი აქვს დამონტაჟებული. თბილისში კი ელექტროდამტენები შპს "ქართულმა ენერჯიმ” დაამონტაჟა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

10 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები