დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა აფერხებს საქართვლოდან ევროკავშირში აგრარული პროდუქციის ექსპორტს  - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

რა აფერხებს საქართვლოდან ევროკავშირში აგრარული პროდუქციის ექსპორტს - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

2023-04-04 17:03:47

„საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი Business Insider Georgia- თან იმ გამოწვევებზე საუბრობს, რაც მისი თქმით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტს განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე აფერხებს.

ბეჟიტაშვილის განცხადებით, საქართველოს სჭირდება დაახლოებით 4-5 წლიანი აქტიური მუშაობა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში აგრარული პროდუქტის ექსპორტმა ზრდის მიმართულებით მკვეთრი ცვლილება განიცადოს.

„ქართული ბიზნესი, წარმოება დღესდღეობით ევროპაზეა ორიენტირებული, თუმცა საექსპორტო მაჩვენებლებში რუსეთი მუდმივად ლიდერია. ამ ტრენდს ჯერჯერობით ვერ ვცვლით. თუკი შემაფერხებელ გარემოებებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ეს არის ტექნიკური ხასიათის პრობლემა.

ტექნოლოგიური ჩამორჩენის გამო წარმოება ვერ პასუხობს იმ მოთხოვნას და სტანდარტს, რასაც ევროპა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შეტანაზე აწესებს.

ელემენტარულად, პლასტმასის შეფუთვა მოხმარებიდან უნდა ამოვიღოთ, რაც ევროპისთვის მიუღებელია. პრობლემაა პროდუქტის პირველადი დამუშავება, დახარისხება, შეფუთვა და ბაზრისთვის ხარისხიანი მიწოდების უზრუნველყოფა. ამდენად, ექსპორტისთვის დიდი გამოწვევაა ტექნოლოგიები და ინვესტიციებისა სექტორში. საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიკაცია, ვინაიდან რუსეთი არასანდო პარტნიორია და აუცილებლად სხვადასხვა მიმართულებით გვჭირდება მუშაობის გააქტიურება. 4-5 წლიანი ციკლია საჭირო, რათა ევროკავშირის ქვეყნებში საექსპორტო მოცულობების ზრდა შევძლოთ“, - ამბობს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

მისი თქმით, კერძო სექტორს პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოსგან ან სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებისგან ნაწილობრივი დახმარება მაინც დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს სავაჭრო დამოკიდებულება რუსეთთან განსაკუთრებით გაღრმავდა.

განსაკუთრებით ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტში, სადაც რუსეთი უპირობო ლიდერია. ხილ-ბოსტნეულის ექსპორტმა 2022 წელს $75 მილიონი დოლარი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები