დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა არის საქართველოს ნავსდგურებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობა 39%-ით შემცირების მიზეზი

რა არის საქართველოს ნავსდგურებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობა 39%-ით შემცირების მიზეზი

2023-04-28 11:45:19

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, საქართველოს ნავსადგურებში, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობა  (1,190,301 ტონა) 39%-ით არის შემცირებული.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს ბაქო-სუფსის მილსადენის ფაქტორითაა განპირობებული.

სუფსის ნავთობტერმინალს 2022 წლის აპრილიდან აღარ მიიუღია გემები (ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 2 გემი დამუშავდა 2023 წლის თებერვალში).

ცნობისათვის, ბაქო-სუფსას მილსადენის გავლით ექსპორტი 2022 წლის მაისიდან ნავთობის გადაზიდვებზე განაცხადების ნაკლებობის გამო შეჩერდა.

შეგახსენებთ, რომ მილსადენის სიგრძე 837 კილომეტრია. მისი გამტარუნარიანობა აღემატება შვიდ მილიონ ტონა ნავთობს წელიწადში (145000 ბარელი დღეში).

მილსადენის ოპერატორი არის bp. ნავთობის ტრანსპორტირების საბოლოო პუნქტი საქართველოში შავი ზღვის  სუფსას პორტია, საიდანაც ნავთობი მომხმარებელს ტანკერებით მიეწოდება.  

იგივე თემაზე: 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

11 საათის წინ

12 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები