დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ფაქტორების გავლენით შემცირდება რეფინანსირების განაკვეთი

რა ფაქტორების გავლენით შემცირდება რეფინანსირების განაკვეთი

2023-04-26 17:30:22

როდის შემცირდება რეფინანსირების განაკვეთი? როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, ეს სავარაუდოდო  წლის მეორე ნახევარში მოხდება, როდესაც საერთაშორისო დონეზე ფასების კლება ადგილობრივ ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციისა და სერვისების ფასების კლებაზე აისახება. 

„მოლოდინი გაქვს, რომ თუ არსებული ტენდენციები ინფლაციასთან დაკავშირებით გაგრძელდება, წლის მეორე ნახევრიდან შევძლებთ საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. თუმცა დეს რასაც ვაკვირდებით, არის მაინც თანმდევი რისკები, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია შემცირდა. ის ძირითადად შემცირდა უცხოური პროდუქციის გაიაფების ხარჯზე, სატრანსპორტო ხარჯების შემცირების ხარჯზე და არა ადგილობრივი სერვისებისა და პროდუქტების ხარჯზე.

ამასთან ქვეყანაში გაზრდილია ხელფასები, რაც თავისთავად ზრდის მოთხოვნას და შესაბამისად ამან შესაძლოა დამატებით წარმოქმნას ინფლაცია. ხელფასების ზრდა თავისთავად აღებული კარგია ხელფასის ამღებებისთვის, მაკროეკონომიკურად კი ის ქმნის ინფლაციაზე ზეწოლას. ამიტომ ვაკვირდებით პროცესებს საკმაოდ ფრთხილად. და მაშინ როდესაც დავრწმუნდებით, რომ საერთაშორისო ფასების კლება ასევე გადმოვიდა ადგილობრივი პროდუქტების და სერვისების ფასების კლებაზე მხოლოდ მაშინ შევძლებთ საპროცენტო განაკვეთის კლებას“, - აცხადებს პაპუნა ლეჟავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 29 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა  კი 10 მაისს ჩატარდება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები