დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გაიაფდა და რა გაძვირდა მარტში

რა გაიაფდა და რა გაძვირდა მარტში

2023-04-03 12:30:47

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

საქსტატის ცნობით, 2023 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.3 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკური მონაცემები თვიურ ჭრილში ფასების კლებას აჩვენებს: 

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.3 პროცენტით, რაც -0.27 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.5 პროცენტი);

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.3 პროცენტიანი კლება, რაც თვის ინდექსზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები (-1.8 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (-1.5 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (-1.5 პროცენტი).

ამასთან, ფასები მომატებულია საოჯახო საფეიქრო ნაწარმზე (1.5 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.1 პროცენტიანი მატება, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (2.0 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.6 პროცენტიანი მატება, რაც 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექზე. ფასები გაზრდილია როგორც ფეხსაცმლის (3.6 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (1.1 პროცენტი) ჯგუფებზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები