დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გავლენა ექნება ბაზარზე ავტომფლობელების სავალდებულო დაზღვევის შემოღებას - დავით ონოფრიშვილი

რა გავლენა ექნება ბაზარზე ავტომფლობელების სავალდებულო დაზღვევის შემოღებას - დავით ონოფრიშვილი

2023-05-02 14:07:00

ავტომფლობელებს სავალდებულო დაზღვევის ბაზარი დღეს 900 მლნ ლარის ფარგლებში, ხოლო ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც 2024 წელს ამოქმედდება ბაზარს კიდევ 30%-ით გაზრდის. 

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის ავტომობილის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის მიმართულებით, რაც ბაზრის ზრდის წინაპირობა გახდება. 

„ახლანდელ ბაზარს, რომელიც დღეს არის 900 მლნ ლარის ფარგლებში გაზრდის 30%-ით. ჩვენთან ნელ-ნელა ვითარდება ასევე სიცოცხლის დაზღვევა, რომლის კლასიკური ვარიანტები ჯერ არ არის, მაგრამ პირველი ნაბიჯები გადადგმულია. სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის ჩამოყალიბების შემდეგ, სადაზღვევო სექტორი საკმაოდ საინტერესო იქნება ინვესტორებისთვის“, - ამბობს ონოფრიშვილი.

მისი განმარტებით, სადაზღვევო ბაზარი მცირედით, მაგრამ მაინც ვითარდება.

„მიუხედავად კოვიდპანდემიის 2-3 წლიანი პერიოდისა სადაზღვევო ბაზარზე ვარდნა არ ყოფილა. მცირედით იზრდებოდა, მაგრამ ამ პერიოდში რეალური დიდი ნაბიჯების გადადგმა შეუძლებელი იყო, როგორც დაზღვევის, ასევე სხვა სფეროში. ჩვენ უახლოეს პერიოდში ვაპირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის ავტომობილის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევას“, - აღნიშნა ონოფრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შესახებ პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის დამტკიცებას ოთხი წელია ელოდება.

საკანონმდებლო რეგულაცია, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირისთვის ქონების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების დაზღვევას ავალდებულებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუკი თქვენ სხვის კუთვნილ მანქანას ან ფეხით მოსიარულეს დაეჯახეთ და შემთხვევის ადგილის შეფასების შედეგად გაირკვა, რომ ამაში ბრალი თქვენ მიგიძღვით, დაზარალებულის კომპენსაციისთვის თანხების სახელდახელოდ მოძიება აღარ მოგიწევთ. მესამე პირისთვის მიყენებული ზარალი თქვენი სადაზღვევო პოლისის საფუძველზე ანაზღაურდება.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა განვითარებულ ქვეყანაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო წესით დაზღვევა სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი სეგმენტია. ამ მხრივ არც ევროპაა გამონაკლისი, სადაც გზებზე რეგულარულად დაახლოებით 300 მილიონი ავტომობილი გადაადგილდება. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება ავსტრიელებმა ჯერ კიდევ 1929 წელს იტვირთეს. დიდ ბრიტანეთში დაზღვევის ეს ფორმა სავალდებულო  1930 წლიდან გახდა, შვეიცარიაში - 1932 წლიდან, ჩეხეთში - 1935 წლიდან, გერმანიაში კი - 1939 წლიდან. მოგვიანებით დაზღვევის ეს ფორმა სავალდებულოდ ევროპის სხვა ქვეყნებმაც აღიარეს.

იგივე თემაზე: 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები