დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გეგმები აქვს „ორბი ჯგუფს“ თბილისში ანტონოვსკაიას ქუჩაზე

რა გეგმები აქვს „ორბი ჯგუფს“ თბილისში ანტონოვსკაიას ქუჩაზე

2023-03-31 15:00:30

„ორბი ჯგუფმა“ თბილისში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა, რაშიც 718000 ლარი უნდა გადაიხადოს. 

თბილისში, ანტონოვსკაიას ქ. N10-ში მდებარე 412 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები კომპანიამ ელექტრონულ აუქციონზე, შეიძინა. 

გამოდის, რომ კომპანიამ 1 კვ/მ 1 742,7 ლარად იყიდა. 

„ორბი ჯგუფის“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას მხოლოდ ერთი მიმდინარე პროექტი აქვს  - „ორბი სითი“.

შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად შეძენილი მიწის ფართობი მცირეა, კომპანიის შვილობილი შპს „ორბი ჯგუფი თბილისი“ დედაქალაქში ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები