დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ხდება „საირმის“ თანამშრომლების გაფიცვის მე-8 დღეს?

რა ხდება „საირმის“ თანამშრომლების გაფიცვის მე-8 დღეს?

2023-02-20 09:49:12

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე დასაქმებულთა უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის მიერ ორგანიზებული გაფიცვის მე-8 დღეს, გაფიცულები კომპანიის მხრიდან შრომითი უფლებების მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილებას ითხოვენ. 

Labor-ის ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ Business Insaider Georgia-ს განუცხადა, რომ საწარმოს ადმინისტრაცია ამ დრომდე კომტრაქტზე არ გამოსულა.

„ჩვენ შრომითი უფლებების მინიმალური სტანდარტებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მშრომელთა ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 24 საათიან რეჟიმში აქ ვართ და ვიბრძოლებთ სიმართლისთვის“, - აცხადებს დიასამიძე. 

გაფიცულთა განმარტებით, კომპანია სახელფასო ანაზღაურებას ყოველი თვის 17 რიცხვამდე რიცხავს, თუმცა მათ ამ დრომდე  ხელფასი არ მიუღიათ. 

„ადმინისტრაციის თანამშრომლებს დაერიცხათ ხელფასი და თანამშრომლებს კუთვნილი თანხა არ დარცხვიათ. ეს არის უსამართლობა“, - აცხადებს დიასამიძე. 

შეგახსენებთ, რომ „საირმის“ თანამშრომლები 12 თებერვალს უვადოდ გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები