დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მოგებაზე გავიდნენ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები

რა მოგებაზე გავიდნენ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები

2023-04-25 17:01:51

2023 წლის I კვარტლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ბანკებს შორის ყველაზე დიდი 280 მლნ ლარის წმინდა მოგება საქართველოს ბანკმა გამოიმუშავა.

210 მლნ ლარის წმინდა მოგებით მეორე ადგილზე თიბისი ბანკია.

I კვარტლის ფინანსური შედეგები საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებ-ს უკვე წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სექტორმა წელს 2 მლრდ ლარის საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია. 

კომერციული ბანკების წმინდა მოგება პირველი კვარტლის მდგომარეობით:

საქართველოს ბანკი - 280,057 მლნ ლარი;

თიბისი ბანკი - 210,196 მლნ ლარი;

ლიბერთი ბანკი - 19,437 მლნ ლარი;

კრედო ბანკი - 15.2 მლნ ლარი;

ბაზის ბანკი - 11.7 მლნ ლარი;

 ვითიბი ბანკი - 11 მლნ ლარი;

 პროკრედიტ ბანკი - 10.4 მლნ ლარი;

ხალიკ ბანკი - 9.6 მლნ ლარი;

 ტერა ბანკი - 8.3 მლნ ლარი;

 ქართუ ბანკი - 5.5 მლნ ლარი;

 იშ ბანკი - 5.1 მლნ ლარი;

ზირაათ ბანკი - 2 მლნ ლარი;

პაშა ბანკი - 0.2 მლნ ლარი;

პეისერა - 0.211 მლნ ლარის ზარალი;

სილქ ბანკი - 0,782 მლნ ლარის ზარალი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში არსებული 15 კომერციული ბანკიდან 13 მოგებაზეა, ორი ბანკი კი ზარალზე იმყოფება.

მიღებული შემოსავლიდან ბანკებმა 587 710 000 ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წლიურად 42%-ით არის გაზრდილი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები