დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მოცულობის გადასახადები აკრიფა მთავრობამ სამ თვეში

რა მოცულობის გადასახადები აკრიფა მთავრობამ სამ თვეში

2023-04-22 11:30:19

საქართველოს 2023 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 4 900 457.3 ათასი ლარი შეადგინა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა
4 422 784.8 ათასი ლარი, ხოლო არაფინანსური აქტივების კლებით მიღებულმა შემოსულობებმა 29 691.9 ათასი ლარი შეადგინა. ფინანსური აქტივების კლებით მიღებული იყო 89 747.4 ათასი ლარი, ხოლო ვალდებულებების ზრდით 358 233.2 ათასი ლარი.

2023 წლის იანვარ-მარტში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (4 422 784.8
ათასი ლარი) პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის (4 335 782.5 ათასი ლარი) 102% შეადგინა.

მათ შორის, გადასახადების პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 4 099 250.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებულია 4 113 046.3 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 100.3%.

საანგარიშო პერიოდში, „გადასახადები შემოსავალზე, მოგებაზე და კაპიტალის ღირებულების ნაზრდზე“ საპროგნოზო მოცულობამ 1 961 000.0 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა კი  2 095 178.2 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 106.8%–ია.

„საშემოსავლო გადასახადის“ პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობამ 1 266 000.0 ათასი ლარი შეადგინა, ფაქტიურად მიღებული იქნა 1 424 045.9 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 112.5%;

„მოგების გადასახადის“ სახით მიღებული შემოსავლების მოცულობამ (671 132.3 ათასი ლარი) შეადგინა ანუ პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის (695 000.0 ათასი ლარი) 96.6%.

„გადასახადები საქონელსა და მომსახურებაზე“ პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 1 811 250.0 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2 019 460.7 ათასი ლარი, რაც გეგმის 111.5%–ია.

„დამატებული ღირებულების გადასახადის“ პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 1 478 250.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 1 585 358.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 107.2%;

„აქციზის“ სახით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 434 102.7 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (333 000.0 ათასი ლარი) 130.4%–ია;

„გადასახადები საგარეო ვაჭრობასა და საგარეო ეკონომიკურ ოპერაციებზე“ (იმპორტის გადასახადი) პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 25 000.0 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 32 101.6 ათასი ლარი, რაც გეგმის 128.4%–ია.

„სხვა გადასახადების“ სახით მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-მარტში შეადგინა -33 693.6 ათასი ლარი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები