დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ტარიფები მოქმედებს დღეს ელექტროენერგეტიკის სექტორში

რა ტარიფები მოქმედებს დღეს ელექტროენერგეტიკის სექტორში

2023-04-22 16:01:21

საქართველოში არსებული ელექტროენერგეტიკული ბაზრის ცვლილებიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის მიწოდებას ახორციელებენ - უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, ელექტროენერგიის საჯაროს სახით მიმწოდებელი და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი კომპანიები სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით.

ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობების განცალკევების შედეგად, მიწოდების საქმიანობის განსახორციელებლად სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამოეყო სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“, ხოლო სს „თელასს“ - შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ („თელმიკო“) და  შესაბამისი ტარიფები დაუდგინდათ: .

საქართველოში მოქმედებს ე.წ საფეხურებრივი ტარიფი, რომელიც 3 საფეხურისგან შედგება:

I საფეხურს მიეკუთვნება 0 კვტ. სთ-დან 101 კვტ. სთ-ის ჩათვლით, II საფეხურს 101 კვტ. სთ- დან 301 კვტ. სთ-ის ჩათვლით, ხოლო III საფეხურს 301 კვტ. სთ-დან მოხმარებული ელექტროენერგია.

ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის დადგენილია შესასყიდი ზღვრული ტარიფები. მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით დადგენილი ტარიფები არაგამჭოლია.

მომხმარებელი ელექტროენერგიის საფასურს იხდის 30 კალენდარულ დღეში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე იმ ტარიფით, რომელიც დაწესებულია შესაბამის საფეხურზე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები