დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ცვლილებები შეეხო ავტომობილების რეექსპორტს - დეტალები

რა ცვლილებები შეეხო ავტომობილების რეექსპორტს - დეტალები

2023-04-21 10:40:32

საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც უკვე ძალაშია ეხება იმ იმპორტიორებს, რომლებსაც ავტომობილები და მოტოციკლები (მოპედების ჩათვლით) რეექსპორტზე გააქვთ.

მანამდე მოქმედი რედაქციით, იმპორტიორებს რომლებსაც მსუბუქი ავტომობილები და მოტოციკლები განბაჟებიდან 90 დღის განმავლობაში რეექსპორტზე გაჰქონდათ, განბაჟების პროცედურის გავლის შემდეგ გადახდილი აქციზის საფასური უკან უბრუნდებოდათ, ახლა ეს ვადა 180 დღემდე გაიზარდა. 

„მსუბუქი ავტომობილის ან მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება 180 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს ამ სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზი 100 პროცენტის ოდენობით,“-აღნიშნულია საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების დოკუმენტში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები