დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ცვლილებები შევიდა საგადასახადო და საბაჟო კოდექსებში - დეტალები

რა ცვლილებები შევიდა საგადასახადო და საბაჟო კოდექსებში - დეტალები

2023-04-20 21:27:47

„საგადასახადო კოდექსში“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. საქმე ეხება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების დაბეგვრის ახალ რეჟიმს. მათ შორის ცვლილებებია რეექსპორტისთვის განკუთვნილი ავტომობილების დაბეგვრის, ასევე რიგითი მოქალაქეების მიერ ქონებისა თუ აქტივის გაყიდვის შედეგად ნამეტის დაბეგვრის პრაქტიკაში.

„შეიცვალა საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესი. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა), საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

ცვლილება განხორციელდა 89-ე მუხლში, რომლის შესაბამისად, თუ პირი, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მიზნით საგადასახადო ორგანოს მიმართავს კალენდარული წლის დასრულებამდე, სტატუსი გაუქმებულად ჩაითვლება მომართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

ცვლილებამდე პირადი განცხადების საფუძველზე მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდებოდა კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან.

ცვლილების შესამაბისად, არამეწარმე ფიზიკური პირისთვის, რომელიც აქტივის რეალიზაციით მიღებული შემოსავლიდან არ ახორციელებს გამოქვითვებს, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდად განისაზღვრა კალენდარული თვე, ნაცვლად კალენდარული წლისა, ხოლო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადად -არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვი.

გაიზარდა სეს ესნ-ის 3824 90 980 01 (მოქმედი სასაქონლო კოდი - 3824 99 960 01) სასაქონლო კოდში კლასიფიცირებული საქონლის (სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის) აქციზის განაკვეთი და მისი ოდენობა განისაზღვრა 1 მლ 1 ლარი, ნაცვლად 0.2 ლარისა; აქციზით დაბეგვრადი გახდა და აქციზურ საქონელს დაემატა 3 დასახელების საქონელი:

სასაქონლო კოდი

დასახელება

განაკვეთი

2909 19 100 00

– – – ტერტ-ბუტილეთილის მარტივი ეთერი (ethyl-tertio-butyl-ether, ETBE)

1 ტ 400 ლარი

2909 19 900 00

– – – დანარჩენი

2912 11 000 00

– – მეთანალი (ფორმალდეჰიდი)

სეს ესნ-ის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლისთვის (სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით) 20 ღერზე აქციზის განაკვეთი განისაზღვრა საბაჟო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა (2.2 ლარი) და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამით; სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზისა და იმპორტის გადასახადის 100 პროცენტის ოდენობით დაბრუნებისათვის დადგენილი, სეს ესნ-ის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან ექსპორტის პროცედურაში მოქცევისა და საქართველოს ტერიტორიის დატოვების ვადა გაიზარდა 180 კალენდარულ დღემდე.

განისაზღვრა ახალი სამართალდარღვევის სახე - დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა, (მუხლი 2885.) რაც დაქირავებულ პირთა რეესტრში არასწორი/არასრული ინფორმაციის შეტანისათვის ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზომას თითოეულ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.

იზრდება საგადასახადო სამართალდარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობა.

კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ საგადასახადო სამართალდარღვევათა ჩამონათვალს, რომლებისთვისაც ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გაფრთხილება, ემატება გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევისა და დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევები.

„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით: გაუქმდა დროებით შენახვის დეკლარაციასა და საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანასთან მიმართებაში არსებული დათქმა, რომელიც ადგენს, რომ წარდგენილ დროებით შენახვის დეკლარაციაში/რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება არ შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ იყო. გამკაცრდა პასუხისმგებლობის ზომა ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებისათვის.

ასეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს პასუხისმგებლობის დაკისრება არა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილის, არამედ ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად. გამკაცრდა პასუხისმგებლობის ზომა ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისათვის/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისათვის.

კერძოდ, ასეთი ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას“, - ნათქვამია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები