დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა უპირატესობა ექნება ქუთაისის აეროპორტს ახალი ასაფრენ/დასაფრენი ზოლის მშენებლობის შემდეგ

რა უპირატესობა ექნება ქუთაისის აეროპორტს ახალი ასაფრენ/დასაფრენი ზოლის მშენებლობის შემდეგ

2023-04-30 14:02:03

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ/დასაფრენი ზოლის მშენებლობა იგეგმება.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, 2023 წლის ბოლომდე მისი პროექტირება დასრულდება და ამის შემდეგ გაირკვევა, მისი სიგრძე ასევე სავარაუდო ღირებულებაც.

თუმცა წინასწარ ცნობილია, რომ ასაფრენ/დასაფრენი ზოლი აეროპორტი დიდი ზომის თვითმფრინავების მიღებას შეძლებს.

„უახლოეს მომავალში ახალი ასაფრენ/დასაფრენი ზოლის მშენებლობას ვგეგმავთ. წლევანდელი წელი დაეთმობა მის პროექტირებას, რომელიც ვთვლით რომ წლის ბოლოს დასრულებული იქნება და უახლოესი 2 წლის განმავლობაში ავაშენებთ ახალ ასაფრენ/დასაფრენს ზოლს. ეს იქნება ახალი შესაძლებლობა და ასაფრენ/დასაფრენი ზოლი, რომელიც არამხოლოდ AIRBUS 320 ოჯახის ტიპის საჰაერო ხომალდებს, არამედ შედარებით მოზრდილი ზომის საჰაერო ხომალდებსაც მოემსახურება. გრძელვადიან პერსპექტივაში იმედი გაქვს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განვითარდება სატვირთო გადაზიდვების სერვისიც“, - აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 72%-ით გაიზარდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მარტში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით  91,802 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის მარტი 53,316 მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. მარტში აეროპორტში რეისები 64%-ით გაიზარდა და 304 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის მარტი - 185 რეისი).

სამი თვის ჭრილში კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 256,213 მგზავრსა და 854 რეისს მოემსახურა. მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 61 %-ით გაიზარდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

შეგახსენებთ, 2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს.

2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები