დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ვითარებაა საფთიაქო ქსელში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ  -  PSP-ს განმარტება

რა ვითარებაა საფთიაქო ქსელში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ - PSP-ს განმარტება

2023-02-16 17:14:09

800-ზე მეტი მედიკამენტი PSP-ში რეფერენტული ფასების წესს დაემორჩილა. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს ამდენივე დასახელების მედიკამენტი გაუიაფდა და სია სამომავლოდ 1200-მდე შეივსება.

როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია ხაბეიშვილი Business Insider Geprgia-სთან ამბობს, მოცემულობა ყოველდღიურად იცვლება, მათ შორის მომწოდებლების მხრიდან, თუმცა ბაზარი სიახლეს მზად შეხვდა და ამ მხრივ დაბრკოლება არ აქვთ.

ხაბეიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქსელში ყველა დასახელების მედიკამენტია, რომელიც აქამდეც იყიდებოდა და აქედან 800-ზე რეფერენტული ფასი მოქმედებს.

„აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა და ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს. ბაზარი მზადაა სიახლისთვის, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები არ ვართ, ბევრი რამ მომწოდებელზეც არის დამოკიდებული.

მთელი აქცენტი იმაზეა, რა სიტუაცია გამოიკვეთება მომწოდებლების მხრიდან, პრობლემა არ არის, ისინიც მაქსიმალურად ცდილობენ, შესაბამისი ნაბიჯები გადადგან. თუმცა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვართ, სტაბილურობაა, მაგრამ ეს სიტუაციაც ჯერ კიდევ არ გვაძლევს შეფასების საშუალებას.

დღევანდელი მდგომარეობით, ყველა მედიკამენტი არის ქსელში, რაც აქამდე გვქონდა გაყიდვაში, აქედან 800 მედიკამენტზე რეფერენტული ფასი მოქმედებს.

მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობისთვის მედიკამენტები ხელმისაწვდომი იყოს, მათ შორის ინოვაციური წარმოებები", - ამბობს ნათია ხაბეიშვილი Business Insider Georgia -სთან.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 1-ლი იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრა,  ხოლო სისტემა 15 თებერვლიდან ამოქმედდა.

შესაბამისად, ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებულია, მაქსიმალური ზედა ზღვარი რეფერენტული ფასების მიხედვით დაადგინოს.

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის, თუ მედიკამენტების მიწოდებაა. ცვლილების თანახმად, 1200-მდე დასახელების წამალი ეტაპობრივად გაიაფდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები