დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამ იქონია გავლენა საქართველოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ზრდაზე

რამ იქონია გავლენა საქართველოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ზრდაზე

2023-02-20 12:00:32

საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 1.8 პროცენტიანი ზრდა.

2022 წლის დეკემბერთან შედარებით ფასები 1.5 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.09 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (1.5 პროცენტი).

ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (1.2 პროცენტი), რამაც 0.96 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება ძირითად ქიმიური ნივთიერებებზე და ქიმიურ პროდუქტებზე (12.3 პროცენტი).

გარდა ამისა, ფასების 0.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.03 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 9.8 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.76 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-16.8 პროცენტი);

• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 3.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2.58 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (9.8 პროცენტი), ტანსაცმელი (24.8 პროცენტი) და სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (10.7 პროცენტი);

• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.13 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები შემცირდა 6.0 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.16 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები