დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი ე.წ. ჭკვიანი ურნაა თბილისში და რა თანხა გადაიხადა „თბილსერვის ჯგუფმა“

რამდენი ე.წ. ჭკვიანი ურნაა თბილისში და რა თანხა გადაიხადა „თბილსერვის ჯგუფმა“

2023-04-27 09:38:59

Business Insider Geprgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „თბილსერვის ჯგუფმა" 2019 წლიდან დღემდე ჯამში 265 ერთეული მიწისქვეშა კონტეინერი შეისყიდა, საერთო ღირებულებით - 9 808 000 ლარი.

ამასტან, 2019 წელს, ორჯერ ჩაშლილი ტენდერის საფუძველზე, პირდაპირი წესით შესყიდვა განხორციელდა. შემდეგ წლებში კი კონტეინერების შესყიდვა ორი ელექტრონული ტენდერის საშუალებით მოხდა.

ორ ტენდერში გამარჯვებული იყო კომპანია იყო შპს „ჯი-თი გრუპი", რომელთანაც ხელშეკრულება პირდაპირი წესით შესყიდვის შემთხვევაშიც გაფორმდ.. კონტრაქტორმა კომპანიამ უზრუნველყო ნაგავშემკრები კონტეინერების მოწოდება და მონტაჟი.

„თბილსერვის ჯგუფის“ ცნობით, პირველად მიწისქვეშა კონტეინერები ჭავჭავაძის გამზირზე მოეწყო.

დედაქალაქის მასშტაბით, ამ ტიპის ნაგავშემკრები ურნები შემდეგ გამზირებსა და ქუჩებზეა გადანაწილებული:

  • ჭავჭავაძის გამზირზე - 90 ერთეული;
  • ყიფშიძის ქუჩა - 49 ერთეული;
  • მელიქიშვილის გამზირი - 34 ერთეული;
  • ქეთევან დედოფლის გამზირი - 66 ერთეული;
  • ბოჭორმის ქუჩაზე - დამონტაჟებულია 18 ერთეული,

უახლოეს პერიოდში დამონტაჟდება კიდევ 8 ცალი კონტეინერი.

„აქედან, კონტეინერების სენსორული პროგრამა (ე.წ.ჭკვიანი ურნები) მუშაობს მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირებზე, ბოჭორმის ქუჩაზე და ასევე, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ურნების ნაწილზე“, - აცხადებენ „თბილსერვის ჯგუფში“.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

16 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები