დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენია საქართველოს საერთაშორისო რეზერვები

რამდენია საქართველოს საერთაშორისო რეზერვები

2023-06-09 13:01:02

მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა 5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 31 მაისის მდგომარეობით ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 5 001 429,2 ათასი დოლარი იყო.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად არსებული რეზერვების 91%-ი ანუ 4 537 274,2 ათასი დოლარი უცხოური ვალუტის რეზერვებზე მოდის.

მაისში სავალუტო რეზერვები 128 მილიონი დოლარით შემცირდა. თუმცა რეზერვების შემცირების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. 

სესხების სპეციალური უფლებები (SDR) კი საანგარიშო პერიოდისთვის 460 558,3 ათასი დოლარით განისაზღვრა, სარეზერვო პოზიცია საერთაშორისო სავალუტო ფონდში კი 28,9 ათასი დოლარით. 

სხვა სარეზერვო აქტივებზე კი 3 567,7 ათასი დოლარი მოდის. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები