დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„რა?სად?როდის?”- ევროკავშირი ერთწლიან მარათონს იწყებს ქართველი ახალგაზრდებისთვის

„რა?სად?როდის?”- ევროკავშირი ერთწლიან მარათონს იწყებს ქართველი ახალგაზრდებისთვის

2023-06-09 18:00:28

ევროპის თემაზე აგებული შემეცნებით/გასართობი თამაშები მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთი წლის განმავლობაში 63 მუნიციპალიტეტში, თბილისის 11 რაიონსა და არასრულწლოვანთა კოლონიაში ეტაპობრივად ჩატარდება. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. 

10 ივნისს, 12:30 საათზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კერძოდ: ბათუმში, ქობულეთში, ქედაში, შუახევში, ხულოსა და ხელვაჩაურში ინტელექტუალურ თამაშს “რა? სად? როდის?” პარალელურად 100-ზე მეტი გუნდი ითამაშებს.

ბათუმში თამაში ,,სპორტმშენში" ლადო ასათიანის 27 ნომერში გაიმართება.

მარათონში მონაწილეობა შეუძლიათ 8-12 კლასის მოსწავლეებს. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ სახალისო ფორმით მეტი ინფორმაცია მიიღონ ევროკავშირის შესახებ.

მარათონს საქართველოს მასშტაბით, “რა? სად? როდის?” საქართველოს კლუბის ავტორი და წამყვანი გიორგი მოსიძე და სხვა მოაზროვნეები გამართავენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები