დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რიკოთის დაკეტვას დისტრიბუციისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია - ივა ჭყონია

რიკოთის დაკეტვას დისტრიბუციისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია - ივა ჭყონია

2023-04-05 10:20:16

მეხუთე დღეა, რიკოთზე მეწყერსაშიში პროცესების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. გადაადგილება ძირითადად გომი-საჩხერე-ჭიათურის 109 კმ-იან მონაკვეთზეა გადართული, რაც ადგილზე მიმდინარე გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. თუმცა, დისტრიბუტორთა ასოციაციის ავტომობილებს ამ მხრივ პრობლემა ფაქტობრივად არ აქვთ.

როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია Business Insider Georgia-თან ამბობს, პრობლემური იყო პირველი დღე, როცა რიკოთი დაიკეტა. მისი თქმით, ამ ეტაპზე დისტრიბუციის მანქანები დაუბრკოლებლად მოძრაობენ.

„საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთით, სადაც დისტრიბუცია მოძრაობს, ჯერჯერობით პრობლემა არ ფიქსირდება. გართულებას არც ველოდებით, ნორმალური ვითარებაა. მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს საპატრულო პოლიციასთან და თუ რამე შეფერებაა, ინფორმაციას გვაწვდიან.

შეიძლება გარკვეული დისკომფორტი არის, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ უკმაყოფილება გამოეწვია. დისტრიბუციას ეს პრობლემა არ გვაქვს, თუმცა პირველი დღე იყო პრობლემატური, როდესაც რიკოთი დაიკეტა და დისტრიბუტორებმა ვერ შეძლეს გადაადგილება. ამ ეტაპზე დისტრიბუცია ოპერატიულად და გამართულად მუშაობს. სატვირთო ავტომობილებს ამ მხრივ პრობლემა არ შეუქმნეს“, - ამბობს ივა ჭყონია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ჩატარებულია და მიმდინარეობს ფერდის კომპლექსური შესწავლა, ტოპოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები, რომლის დასრულების შედეგად, შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობები შეფასდეს.

უწყების ინფორმაციით, კვირის ბოლოსათვის ცნობილი იქნება პირველადი შედეგი, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება საუბარი, თუ თუ როდის და როგორ აღდგება რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

იგივე თემაზე: 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები