დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რის ხარჯზე შემცირდა სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი

რის ხარჯზე შემცირდა სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი

2023-04-20 11:12:30

2023 წლის მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.2 პროცენტიანი კლება.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალთან შედარებით ფასები 1.5 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.09 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-1.7 პროცენტი). ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.3 პროცენტი), რამაც -0.28 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება ძირითად ლითონებზე (-1.1 პროცენტი).

გარდა ამისა, ფასების 3.0 პროცენტიანი შემცირება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.29 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 22.5 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -1.82 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-30.1 პროცენტი);

• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები შემცირდა 3.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის კლებაზე -2.6 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სასმელები (-7.1 პროცენტი), ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (-27.4 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (-23.4 პროცენტი);

• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 6.6 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -0.57 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით:
ფასები შემცირდა 9.7 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.24 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები