დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ სრულდება ბიუჯეტის გეგმა

როგორ სრულდება ბიუჯეტის გეგმა

2023-03-20 18:34:56

2023 წლის იანვარ-თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 3 036 069.3 ათასი ლარი შეადგინა. როგორც სახელმწიფო ხაზინაში განმარტავენ, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 3 005 296.6 ათასი ლარი შეადგინა.

არაფინანსური აქტივების კლებით მიღებულმა შემოსულობებმა შეადგინა 110.8 ათასი ლარი, ფინანსური აქტივების კლებით მიღებული იყო 81 653.3 ათასი ლარი, ხოლო ვალდებულებების ზრდით -50 991.5 ათასი ლარი.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 3 005 296.6 ათასი ლარი შეადგინა. პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის (4 335 782.5 ათასი ლარი) 69.3%; მათ შორის:

გადასახადების პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 4 099 250.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იყო 2 797 643.6 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 68.2%.

სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, გადასახადების პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობამ 4 099 250.0 ათასი ლარი შეადგინა, ფაქტიურად მიღებული იყო 2 797 643.6 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 68.2%.

„სხვა შემოსავლების“ პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 149 120.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იყო 135 301.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 90.7%.

2023 წლის იანვარ-თებერვალში „არაფინანსური აქტივების კლებით“ მიღებული შემოსულობების მოცულობამ შეადგინა 110.8 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (28 000.0 ათასი ლარი) 0.4%-ია; მათ შორის: შემოსულობებმა ძირითადი აქტივების გაყიდვიდან შეადგინა 110.8 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის (20 000.0 ათასი ლარი) 0.6%.

„ფინანსური აქტივების კლებით“ მიღებული შემოსულობების მოცულობამ შეადგინა 81 653.3 ათასი ლარი, რაც პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის (86 500.0 ათასი ლარი) 94.4%–ია. „ვალდებულებების ზრდით“ მიღებული შემოსულობების მოცულობამ შეადგინა -50 991.5 ათასი ლარი, პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობა 283 013.7 ათასი ლარია.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები