დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია საზოგადოებრივი ცენტრებით კმაყოფილების კვლევის შედეგები და რის გამოსწორებას ემხრობა მოსახლეობა

როგორია საზოგადოებრივი ცენტრებით კმაყოფილების კვლევის შედეგები და რის გამოსწორებას ემხრობა მოსახლეობა

2023-04-29 19:33:13

მომხმარებლების ნახევრის (48%) აზრით, საზოგადოებრივ ცენტრში არაფერია დასამატებელი და გასაუმჯობესებელი, მათი მცირე ნაწილი კი თვლის, რომ საზოგადოებრივ ცენტრებში უნდა მოწესრიგდეს რიგი (4%), უფრო სწრაფი უნდა გახდეს მომსახურება (2%) და მოეწყოს ლოდინის ოთახი (2%).

როგორც საზოგადოებრივი ცენტრებით კმაყოფილების კვლევაშია აღნიშნული, რაც შეეხება სერვისის დამატებას, ნახევარზე მეტი არცერთი სერვისის დამატებას არ ისურვებდა, ხოლო ვინც ისურვებდა, მათი სურვილები ერთეული და დანაწევრებულია და მკაფიო დასკვნის გამოტანის საშუალებას არ იძლევა - მით უფრო, საზოგადოებრივი ცენტრების ჭრილში. თუმცა, აღსანიშნავია ვანის საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც მომხმარებლების 11%-ს აქვს ნოტარიუსის მომსახურების დამატების სურვილი.

კვლევის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებრივ ცენტრებში დამატებითი მომსახურებების ცნობადობის შესწავლა. გამოვლინდა, რომ 4 მომხმარებლიდან 3-ს არ აქვს ინფორმაცია, რომ მას შეუძლია საზოგადოებრივ ცენტრში მიიღოს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის პროექტებზე (76%), 85%-მა კი არ იცის, რომ საზოგადოებრივ ცენტრში შესაძლებელია განაცხადის გაკეთება თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო მომსახურებასთან დაკავშირებით სავალდებულო გაწვევის დროს.

საზოგადოებრივი ცენტრების მიხედვით სოფლის მეურნეობის პროექტების შესახებ ყველაზე მეტი ცოდნა აქვთ ასპინძაში (51%) და ხევში (42%), ხოლო ყველაზე ნაკლები სიღნაღში (3%), ნინოწმინდასა (10%) და ვანში (13%).

რაც შეეხება თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო მომსახურებასთან დაკავშირებით განაცხადის გაკეთებას, ამ მომსახურების შესახებ თითქმის საერთოდ არ სმენიათ ნინოწმინდაში (0%) და სიღნაღში (1%), ხოლო ყველაზე მეტ ინფორმაციას ასპინძაში ფლობენ (46%).

ზოგადად, აღსანიშნავია, რომ გამოკითხულების (და არა ცალკე აღებული მომხმარებლების) აბსოლუტური უმრავლესობა (96%) პოზიტიურად აფასებს მათ დასახლებაში საზოგადოებრივი ცენტრის არსებობას (ძალიან დადებითი და დადებითი შეფასებების წილი თანაბარია და, ორივე შემთხვევაში, 48%-ს შეადგენს).

კვლევის ფარგლებში შესწავლილი იყო ასევე იუსტიციის სახლის ცხელი ხაზის შესახებ ინფორმაციის ფლობა, მისი გამოყენება და კმაყოფილება. მიღებული შედეგებით დგინდება, რომ რესპოდენტების 31%-ს სმენია იუსტიციის სახლის ცხელი ხაზის შესახებ, თუმცა სარგებლობის გამოცდილება მხოლოდ 6%-ს (N=49) აქვს.

ცხელის ხაზის გამოყენების ძირითად მიზეზს სერვისებზე ინფორმაციის მიღება და დაგვიანებული პასუხის მიზეზის გარკვევა წარმოადგენს. რესპოდენტების სრული უმრავლესობა 94% (N=45), რომლებსაც უსარგებლიათ ცხელი ხაზით, კმაყოფილი (57%, N=30) ან ძალიან კმაყოფილია (37%, N=15) აღნიშნული მომსახურებით.

საზოგადოებრივი ცენტრების ჭრილში ჩანს, რომ ყველაზე მეტად ქოლ ცენტრის შესახებ ინფორმაცია აქვთ ჭრებალოში (41%) ხოლო დანარჩენი საზოგადოებრივი ცენტრების მომხმარებლებში ცხელი ხაზის ცნობადობა 19%-დან 38%-მდე მერყეობს.

რესპოდენტთა 27%-ს სმენია, იუსტიციის სახლის ვებგვერდზე ონლაინ დახმარების სერვისის - ე.წ ონლაინ ჩათის შესახებ, მათ შორის 8%-ს (N=56) კი ის გამოუყენებია კიდეც ვიზიტის დასაჯავშნად (N=22), რეგისტრაციისთვის (N=8), პირადობის მოწმობის ასაღებად (N=7). რესპოდენტების სრული უმრავლესობა, ვინც ისარგებლა ამ მომსახურებით, 95% (N=55) კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია აღნიშნული მომსახურებით.

საზოგადოებრივი ცენტრების ჭრილში სურათი განსხვავებულია. იუსტიციის სახლის ვებგვერდზე ონლაინ დახმარების სერვისის -ე.წ. ონლაინ ჩათის შესახებ ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვთ ხობში (49%), ყველაზე ნაკლები კი - ნინოწმინდაში (1%). სხვა საზოგადოებრივ ცენტრებში მონაცემები 12%-დან 38%-მდე მერყეობს.

მომხმარებელთა 38%-მა იცის, რომ საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურების მიღება შეუძლია ონლაინ. თუმცა ამ მეთოდისთვის მათგან მხოლოდ 4% (N=42) მიუმართავს და ამის მთავარი მიზეზი დაჯავშნა იყო (18). ყველა მომხმარებელი, ვინც საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურება ონლაინ მიიღო, კმაყოფილი (57% N=20) ან ძალიან კმაყოფილია (43% N=22). საზოგადოებრივი ცენტრების ჭრილში მონაცემების გაანალიზებამ უჩვენა, რომ ონლაინ მომსახურების შესახებ ინფორმაცია თითქმის არ აქვთ ნინოწმინდაში (1%), ხოლო ყველაზე მეტად ამ მომსახურების შესახებ სმენიათ ხობში (55%) და ბაღდათში.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ცენტრებით კმაყოფილების კვლევა 2022 წელსაა ჩატარებული. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები