დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია თბილისისა და ბათუმის მიმართულებით Air Astana-ს ფრენების განრიგი

როგორია თბილისისა და ბათუმის მიმართულებით Air Astana-ს ფრენების განრიგი

2023-03-31 18:30:18

ყაზახური ავიაკომპანია ​Air Astana-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენებზე გადადის. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, ზაფხულის პერიოდიდან თბილისსა და ალმათის შორის ფრენები ყოველდღიურად შესრულდება.
ასევე ივნისიდან Air Astana განაახლებს სეზონური ფრენებს ალმათი-ბათუმი-ალმათი და ასტანა-თბილისი-ასტანას საჰაერო ხაზზე.

ავიაკომპანიის განმარტებით, ავიარეისები ბათუმსა და ალმათას შორის კვირაში 5-ჯერ შესრულდება, გარდა ოთხშაბათისა და სამშაბათისა, თბილისსა და ასტანას შორის კი კვირაში 3-ჯერ ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას.
ფრენები კომფორტული Airbus A320/A321 თვითმფრინავით განხორციელდება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები