დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელ ადგილზეა საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

რომელ ადგილზეა საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

2023-04-24 10:00:44

მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრის - „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევის მიხედვით, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 9 ადგილით ჩამოქვეითდა და 35-ე ადგილზეა.

აღნიშნული რეიტინგი 176 ქვეყანას აერთიანებს. 2 მარტს გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ჰერიტიჯის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილზეა 68.7 ქულით.

საქართველოს ქულები შეფასების 12 კრიტერიუმიდან 8-ში შემცირდა, 2-ში უცვლელად დარჩა, ხოლო 2-ში გაუმჯობესდა.

შეფასების კრიტერიუმები დეტალურად:

  • საკუთრების უფლება - 54.3,
  • მართლმსაჯულების ეფექტიანობა - 55.5,
  • კორუფციის დონე  - 62.9,
  • ბიზნესის თავისუფლება - 69.8,
  • შრომის თავისუფლება  - 62.1,
  • მონეტარული თავისუფლება - 72.0,
  • საგადასახადო ტვირთი - 89.1,
  • მთავრობის ხარჯები - 70.0,
  • ფისკალური სტაბილურობა - 43.0 ,
  • საგარეო ვაჭრობის თავისუფლება - 86.0,
  • ინვესტირების თავისუფლება - 80.0,
  • ფინანსური თავისუფლება - 80.0.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველო ყველაზე მაღალ პოზიციას – მე-7 ადგილს – 2017 წელს იკავებდა. 35-ე ადგილზე ქვემოთ კი ბოლოს 2004 წელს იყო.

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში - 2022

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები