დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელ ქვეყნებშია პური იაფი - რეიტინგი

რომელ ქვეყნებშია პური იაფი - რეიტინგი

2023-05-06 11:01:16

ცოტა ხნის წინ ანალიტიკური პორტალის Numbeo-ს ექსპერტებმა პურის ღირებულების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი განაახლეს.

რა ღირს პური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

აღსანიშნავია, რომ Numbeo-ს სერვისის მონაცემები 500 გრამიანი ახალი თეთრი პურის ღირებულებას ასახავს.

2023 წლის 24 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში ყველაზე დაბალი ფასი თეთრ პურზე დაფიქსირდა ტუნისში - $0,14. რეიტინგში მეორე ადგილი ალჟირს (0,16$) უკავია, ხოლო მესამე ყაზახეთს (0,36$) ერგო.

ათეულში ასევე მოხვდნენ:

  • ლიბია - $0,37;
  • უზბეკეთი - $0,37;
  • პაკისტანი - $0,38;
  • აზერბაიჯანი - $0,39;
  • ეგვიპტე - $0,43;
  • მაროკო - $0,44;
  • თურქეთი - $0,44.

ბელორუსი თეთრი პურის ყველაზე დაბალი ღირებულების მქონე ქვეყნების 30-ეულში 24-ე ადგილზეა - 0,65 დოლარით (500 გრამზე).

პურზე ფასები მოლდოვაში (0,45$), უკრაინაში (0,58$), რუსეთში (0,60$).

ქვეყნები, სადაც მეტ-ნაკლებად უფრო მაღალი ფასები დაფიქსირდა:

  • სომხეთი - $0,66;
  • საქართველო - $0,68;
  • პოლონეთი - $0,98;
  • ესტონეთი - $1,16;
  • ლატვია - $1,23;
  • ლიეტუვა - $1,43.

გლობალურ სურათს თუ გადავხედავთ, თეთრ პურზე ყველაზე მაღალი ფასები დანიაში (2,87$), ნორვეგიაში (2,88$), ისლანდიაში (3,15$), აშშ-სა (3,27$) და შვეიცარიაში (3,28$) დაფიქსირდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები