დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი პროდუქტები გაძვირდა თებერვალში ყველაზე მატად

რომელი პროდუქტები გაძვირდა თებერვალში ყველაზე მატად

2023-03-02 11:32:21

საქსტატის ცნობით, 2023 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.9 პროცენტიანი კლება, რაც -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-8.1 პროცენტი).

ამასთან, ფასები გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურებაზე (1.3 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.5 პროცენტით, რაც -0.19 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.7 პროცენტი). ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.8 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (10.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-2.3 პროცენტი)

პროცენტული ცვლილება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით: 

 სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 14.0%;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 7.3%;

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 2.0%;

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი 12.4%;

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 10.1%;

ჯანმრთელობის დაცვა -7.6%;

ტრანსპორტი 2.6%;

კავშირგაბმულობა -2.9%;

დასვენება, გართობა და კულტურა 4.5%;

განათლება 7.2%;

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 14.8%;

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 12.2%.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები