დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი სექტორები დააკრედიტეს ბანკებმა მარტში, ლარში გაცემული სესხებით

რომელი სექტორები დააკრედიტეს ბანკებმა მარტში, ლარში გაცემული სესხებით

2023-04-25 14:18:44

2023 წლის მარტში კომერციული ბანკების მიერ რეზიდენტ იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების რაოდენობა 1 035 819 ათას ლარს შეადგენს.  რაც თებერვალში იურიდიულ პირებზე გაცემული ლარში სესხების პორტფელს 40%-ით აჭარბებს. 

როგორც სებ-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მარტში ყველაზე დიდი რაოდენობით სესხი ვაჭრობის სექტორზე გაიცა სულ - 495 411 ლარი, რაც კომერციული ბანკების მიერ საანგარიშო პერიოდში რეზიდენტ იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების 48%-ია.

11%-იანი წილით, მეორე ადგილზე ფინანსური შუამავლობის სექტორი - 113 917 ათასი ლარით, ხოლო 9%-იანი წილით მესამე ადგილზეა ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება 97 905 ლარის მოცულობის სესხებით. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები