დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი სექტორია საქართველოში კიბერუსაფრთხოების სერვისის ძირითადი დამკვეთი - 42digital-ი

რომელი სექტორია საქართველოში კიბერუსაფრთხოების სერვისის ძირითადი დამკვეთი - 42digital-ი

2023-03-23 12:30:17

42digital-ი IT ინტეგრატორი კომპანიაა, რომელი საქართველოს ციფრული ტექნოლოგიების ბაზარზე დაახლოებით 3 წლის წინ გამოჩნდა.

კომპანიას აქვს საკუთარი ხედვა, თუ რა არის საქართველოში IT სფეროს მომავალი და როგორ განვითარდეს სფერო. როგორც 42digital-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, დავით რამიშვილი აღნიშნავს, სწორედ ამ ხედვამ და მიდგომამ განაპირობა ამ კომპანიის დაარსებაც.

„ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულება კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების შეთავაზება, დანერგვა და მხარდაჭერაა, დევ ოფსი და ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების შეთავაზება კორპორაციული სეგმენტისთვის. კიბერუსაფრთხოების ისეთი მსოფლიო ბრენდების გადაწყვეტილებებს წარმოვადგენთ, როგორიც არის Bitdefender, Tenable,Proofpoint და სხვა. ასევე დავიწყეთ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და ამ მხრივ სტრატეგია მარტივია - საქართველოდან უფრო დიდ და განვითარებულ ბაზრებზე გასვლა", - ამბობს დავით რამიშვილი Business Insider Georgia-თან.

42digital-ის გუნდში არიან საერთაშორისო უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალები.

რაც შეეხება დამკვეთებს, უმეტესწილად მსხვილი საბანკო და ფინანსური სექტორია, მათ შორის, ქვეყნის წამყვანი ბანკები, კერძო კომპანიები და სახელმწიფო სტრუქტურები

„გამოცდილებიდან გამომდინარე, უკვე ვიცით, რა აწუხებს მომხმარებლების უმეტესობას. პასუხი არის ციფრული ტრანსფორმაციაში. ვეხმარებით მათ კიბერუსაფრთხოების უახლესი სტანდარტების დანერგვასა და სხვა ისეთი გადაწყვეტების შერჩევაში, რაც მრავალწლიან ტექნოლოგიურ მდგრადობას უზრუნველყოფს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ციფრული ტექნოლოგიების ბაზარზე არსებობს, პროფესიული კადრების დეფიციტია.

რამდენიმე ისეთი პოზიციაა, სადაც ძალიან ჭირს პროფესიონალი ადამიანური კაპიტალის მოძიება. ასეთ შემთხვევებში გვიწევს ჯუნიორ პოზიციაზე თანამშრომლების აყვანა და მათი გადამზადება, რომ ნამდვილი პროფესიონალები გახდნენ,” - ამბობს დავით რამიშვილი.

ამ ეტაპზე კომპანიაში 12 ადამიანია დასაქმებული. ყველა მათგანი საერთაშორისო უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალია.

42digital-ის სამომავლო გეგმაშია გაფართოებაც, შესაბამისად, მეტ ადამიანს ექნება შანსი, წამყვანი IT ინტეგრატორი კომპანიის გუნდის წევრი გახდეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

13 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები