დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საბანკო სექტორის, როგორც განვითარების ხელშემწყობის ინდექსი 2023 წელს გაუმჯობესდა

საბანკო სექტორის, როგორც განვითარების ხელშემწყობის ინდექსი 2023 წელს გაუმჯობესდა

2023-04-23 09:35:00

საბანკო სექტორის, როგორც განვითარების ხელშემწყობის ინდექსი 2023 წლის მდგომარეობით 0,677-ით განისაზღვრა. ამის შესახებ საბანკო ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, რომლის თანახმადაც, 2023 წლის ინდექსი 2022 წელთან შედარებით უმნიშვნელოდ - 0,664 დან 0,677 - მდე არის გაზრდილი.

საბანკო სექტორის აღქმების კვლევა საქართველოს დიდ ქალაქებში 2023 წლის იანვარში კომპანია „სონარმა“ ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ კვლევა  ჩატარდა სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით, 2023 წლის იანვრის პერიოდში. გამოკითხულთა რაოდენობა  - 1100 ადამიანი; კვლევის გენერალური ერთობლიობა 1,2 მლნ მოქალაქე, მსხვილი ქალაქების მოსახლეობა, ასაკი 18-65 წლამდე.

წინამდებარე კვლევა ჩატარებულია ა(ა)იპ საქართველოს საბანკო ასოციაციის (შემდგომში - ასოციაციის) დაკვეთით და კვლევასა და მასში მოცემულ ინფორმაციაზე/მონაცემებზე სრულად ვრცელდება ასოციაციის საკუთრების უფლება. კვლევის და მასში მოცემული ინფორმაციის/მონაცემების ნებისმიერი ფორმით დამუშავება, რეპროდუქცია, კოპირება, კორექტირება, გადაკეთება, გამოქვეყნება, გადაცემა, გავრცელება და ა.შ. ასოციაციის წინასწარი თანხმობის გარეშე, გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები