დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საბურავებზე მოთხოვნა 10-ჯერაა გაზრდილი, ბიუჯეტურ და საშუალო სეგმენტში კონკურენცია მძაფრია - „ამბოლი“

საბურავებზე მოთხოვნა 10-ჯერაა გაზრდილი, ბიუჯეტურ და საშუალო სეგმენტში კონკურენცია მძაფრია - „ამბოლი“

2023-03-25 01:02:27

 

ავტოპარკის ზრდის პარალელურად, საქართველოში საბურავების რეალიზაცია მკვეთრად გაიზარდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2019 წლიდან დღემდე ,,ამბოლში“ საბურავებზე 10-ჯერ არის გაზრდილი მოთხოვნა, თუმცა მსუბუქი საბურავების იმპორტში ახალი საბურავების წილი არ გაზრდილა და რაოდენობაში იგივე წილი უკავია, რაც 4 წლის წინა და იმპორტის 30% შეადგენს.

„ბაზარზე ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა არის ცნობიერების ამაღლება, რაც გულისხმობს პირველ რიგში უსაფრთხოებას. როდესაც ვსვამთ კითხვას ახალი თუ მეორადი საბურავი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ უსაფრთხოება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი და გადაწყვეტილებაც ამის შესაბამისად მივიღოთ. გარდა უსაფრთხოებისა, ახალი საბურავი გრძელვადიანად და უფრო დიდხანს გვემსახურება. ჩვენი ბრენდს წამყვანი პოზიცია უჭირავს საბურავების, ხუნდების, ზეთებისა და აკუმულატორის გაყიდვების მიმართულებით, ვინაიდან ისეთი ცნობილი ბრენდების ექსკლუზიური პარტნიორია, როგორიცაა: Goodyear, TOYO Tires, Nexen, Remsa, Mutlu, Nisshinbo, Duracell, Wolf. ჩვენ შევქმენით მომსახურების ისეთი მოდელი, რითაც შესაძლებელია ყველაზე მცირე დროის დახარჯვა ავტომობილის მოვლაში“, - აცხადებენ „ამბოლში“.

რაც შეეხება კონკურენტუნარიანობას, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ბიუჯეტურ და საშუალო სეგმენტში ბაზარი გაჯერებულია და კონკურენცია მაღალია. თუმცა პრემიუმ საბურავების იმპორტიორი კომპანია საქართველოში ცოტაა.

რაც შეეხება საკითხს სეზონურ საბურავებთან დაკავშირებით, ,,ამბოლის“ წარმომადგენელი საკუთარ მოსაზრებას გვთავაზობს:

„ზაფხულისა და ზამთრის საბურავები ერთმანეთისგან განსხვავდება პირველ რიგში შემადგენლობით. ზაფხულის საბურავები, ისეა დამზადებული, რომ მისი ზედაპირი, პროტექტორის ზომები და ჭრილები ეფექტურად ერგება ზაფხულის ცხელ და მშრალ პირობებს. დაბალ ტემპერატურაზე კი ადვილად კარგავს არსებულ მახასიათებლებს, ვერ ახერხებს საჭირო გახურებას, რათა კარგად მოეჭიდოს ზედაპირს, შედეგად ხდება ხისტი და იზრდება მოცურების ალბათობა. ზამთრის საბურავები კი, ისეა დამზადებული, რომ სპეციალურად დამუშავებული რეზინისა და კაუჩუკის შემცველობა, უზრუნველყოფს ეფექტურ მოჭიდებას მოყინულ და თოვლიან ზედაპირზე. მაღალ ტემპერატურულ პირობებში ზამთრის საბურავები, ადვილად კარგავენ თავიანთ ეფექტურობას, შესაბამისად იზრდება საშიშროება გზაზე გადაადგილებისას, კონკრეტულად კი, იმატებს სამუხრუჭე მანძილი და ცვეთა. არსებობს საბურავების სეზონური ჩანაცვლების ზოგადი წესი.

თუ საშუალო დღიური ტემპერატურა +7 გრადუსზე მეტია, მაშინ ზამთრის საბურავები იცვლება ზაფხულის ან ყველა სეზონის საბურავებით“.

ცნობისთვის, კომპანია ,,ამბოლი“ 2004 წელს დაარსდა და 13 ფილიალითაა წარმოდგენილი.

კომპანიაში ამჟამად 300 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები