დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად არის მთავარი რისკი ლარის გამყარების ფაქტორებში - ევა ბოჭორიშვილი

სად არის მთავარი რისკი ლარის გამყარების ფაქტორებში - ევა ბოჭორიშვილი

2023-03-06 23:15:59

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ეროვნულმა ვალუტამ ახალი კვირა დადებითი ტრენდით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6009 ლარი შეადგინა.

რა ფაქტორები ახდენს გავლენას ლარის დადებით ტრენდზე და სად არის მთავარი რისკი ამ ფაქტორებში? Business Insider Georgia-კითხვებს Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის დირექტორმა ევა ბოჭორიშვილმა უპასუხა.

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ეროვნულმა ვალუტამ ახალი კვირა მნიშვნელოვანი გამყარებით დაიწყო და დღის განმავლობაში 1 აშშ დოლარი 2,5950 ლარი ღირდა. რა არის ამ შემთხვევაში ლარის ფუნდამენტური გამყარების ფაქტორები?

ლარის ბოლოდროინდელ გამყარებაზე მოქმედებს იგივე ფუნდამენტური ფაქტორები რაც სახეზეა 2022 წლის აპრილიდან. ეს ფაქტორებია უცხოეთიდან გადმორიცხვების ზრდა, ტურიზმის შემოსავლების ზრდა (მათ შორის მიგრანტების ეფექტი), საქონლის ექსპორტის ზრდა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. აღსანიშნავია, რომ საგარეო შემომავალი ნაკადების მაღალი ტემპით ზრდა კვლავ გრძელდება. ასევე დამატებითი პოზიტიური ფაქტორია ის, რომ უცხოურ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი დაბალ დონეზე ნარჩუნდება და დეპოზიტარების სტიმული, რომ დანაზოგი ეროვნულ ვალუტაში გააკეთონ - სტაბილურია.

ამ ფუნდამენტურ ფაქტორებთან რომელს აქვს ყველაზე მეტი გავლენა ლარის პოზიტიურ ტრენდზე?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ეს ჩამოთვლილი ფაქტორები ერთობლივად განაპირობებენ ლარის გამყარებას და გაგვიჭირდება ცალკე შევაფასოთ თითოეული ფაქტორის გავლენა. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ რომ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკაზე მეტად ლარის კურსზე დანარჩენი ფაქტორების ერთობლივი გავლენა უფრო ძლიერია.

რაც შეეხება პროგნოზებს - რა შემთხვევაში გაგრძელდება ლარის გამყარების პოზიტიური ტრენდი? რა მნიშვნელოვანი ფაქტორები უნდა შენარჩუნდეს?

ლარის გამყარების პოზიტიური ტრენდის გაგრძელება დამოკიდებულია გაუმჯობესებული საგარეო ბალანსის შენარჩუნებაზე, რაც ამ ეტაპზე სახეზეა. შესაძლებელია საგარეო ბალანსის რომელიმე კატეგორიაში ზრდის ტემპის არსებული დონე არ შენარჩუნდეს (მაგალითად გზავნილებში), თუმცა ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე, ტურიზმის შემოსავლების დინამიკას ექნება დიდი გავლენა გაცვლითი კურსის ტრაექტორიაზე. ამასთან, არის მთელი რიგი ფაქტორები რამაც შესაძლოა, კურსზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს და ეს პირველ რიგში კაპიტალისა და მიგრანტების შესაძლო მოულოდნელი გადინებაა, ასევე გეოპოლიტიკური რისკები.

ნინო ნატროშვილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

12 საათის წინ

12 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები