დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდულობს საქართველო ავოკადოს

სად ყიდულობს საქართველო ავოკადოს

2023-03-28 17:30:40

მიმდინარე წელს საქართველომ 440.67 ათასი დოლარის ღირებულების  250.10​ ტონა ავოკადოს იმპორტი განახორციელა, რაც 113%-ით მეტია ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტირებული.

2022 წლის იანვარ-თებერვალი ქვეყანამ 117.69 ტონა ავოკადო იყიდა. 

აღნიშნული პროდუქტი საქართველოში ბოლო წლებში გახდა პოპულარული და მოთხოვნადი და შესაბამისად წლების განმავლობაში ქვეყანაში მისი იმპორტი იზრდებოდა. ავოკადოს იმპორტის კუთხით რეკორდული 2022 წელი იყო.

2022 წელს საქართველოში 998.62 ტონა ავოკადოს იმპორტი განხორციელდა, რისთვისაც ქვეყნიდან 1,587.04 ათასი დოლარი გავიდა. 

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ავოკადოს მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია.

2022 წლის სტატისტიკით საქართველომ ავოკადოს 54%-ი თურქეთიდან იყიდა (539.27 ტონა), ხოლო 45.7% ნიდერლანდებიდან (456.34 ტონა). მცირე რაოდენობით ავოკადო იაპონიიდან და საფრანგეთიდან შემოვიდა.

ამავე თემაზე: 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები