დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდულობს საქართველო სარეცხ მანქანებს

სად ყიდულობს საქართველო სარეცხ მანქანებს

2023-04-14 15:02:28

2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 5,489.07 ათასი დოლარის ღირებულების სარეცხი მანქანების იმპორტი განახორციელა. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.6%-იან ზრდას აჩვენებს.

2022 წლის ორ თვეში საქართველომ 5,456.15 ათასი დოლარის სარეცხი მანქანები შემოიტანა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წელს სარეცხი მანქანების 33%-ი ჩინეთიდან განხორციელდა, სულ 1,787.24 ათასი დოლარის.

22%-ით მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც საქართველოში 1,197.11 ათასი დოლარის ღირებულების სარეცხი მანქანები შემოვიდა.

მთლიან იმპორტში მესამე ადგილზე კი პოლონეთი (15%), საიდანაც საქართველომ 827.24 ათასი დოლარის სარეცხი მანქანები იყიდა. 

2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში სარეცხი მანქანების იმპორტი 22 ქვეყნიდან განხორციელდა. მათ შორის 22%-ი ევროკავშირის ქვეყნებიდან. 

ბოლო 14 წლის სტატისტიკით, საქართველოში ყველაზე მეტი სარეცხი მანქანა (ღირებულებით ჭრილში) 2014 წელს გაიყიდა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 44,180.32 ათასი დოლარის სარეცხი მანქანები შემოვიდა.

რაც შეხება 2022 წელს საქართველომ სულ 31,329.00 ათასი დოლარის ღირებულების სარეცხი მანქანები იყიდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები