დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საფეიქრო ინდუსტრიაში მუშახელის დეფიციტია, უცხოელების დასაქმება მოგვიწევს  - „ნიკოლი“

საფეიქრო ინდუსტრიაში მუშახელის დეფიციტია, უცხოელების დასაქმება მოგვიწევს - „ნიკოლი“

2023-03-15 10:00:53

შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტთან დაკავშირებულ პრობლემას ბიზნესი საკუთარი ძალებით აგვარებს. ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია ,,ნიკოლი“ შექმნილ ვითარებაში გამოსავალს კადრების გადამზადებაში ხედავს.

ამასთან, კომპანიაში საუბრობენ იმაზეც, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაც მოუწევთ.

როგორც „ნიკოლის“ დამფუძნებელი ნიკა ნიკოლაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, საფეიქრო ინდუსტრიაში მუშახელის სიმცირე უმწვავეს პრობლემად რჩება.

„მუშახელის დეფიციტია საფეიქრო მრეწველობაშიც. პრობლემა დიდი ინფლაციითა და მოსახლეობის გადინებით არის გამოწვეული. მაქსიმალურად ვცდილობთ თანამშრომლების შენარჩუნებას.

მიდგომა, რომ აქამდე პროფესიონალ, გამოცდილ კადრებს ვეძებდით, შეიცვალა. ახლა უკვე  მათი შემდგომი პროფესიული გადამზადების მიზნით, დარგში მინიმალური გამოცდილებითაც ვიღებთ თანამშრომლებს.  გადამზადების მიზნით.

ბოლო დროს მომართვიანობა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდანაც გაიზარდა, რომლებიც საქართველოში სამსახურს აქტიურად ეძებენ. ძირითადად რუსები და უკრაინელები მოგვმართავენ, რომელთა დასაქმებაზეც ვფიქრობთ“, - ამბობს ნიკოლაშვილი.

საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ 2017 წელს დაფუძნდა. ამ ეტაპზე კომპანიაში 40 ადამიანია დასაქმებული. წლის ბოლომდე მუშა-ხელის 70-80%-მდე გაზრდა იგეგმება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები