დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საგაზაფხულო აქციის ფარგლებში ვის და რა პირობებით შეუძლია ისარგებლოს „ლიბერთის“ ბიზნეს და აგროსესხებით

საგაზაფხულო აქციის ფარგლებში ვის და რა პირობებით შეუძლია ისარგებლოს „ლიბერთის“ ბიზნეს და აგროსესხებით

2023-03-16 13:00:54

„ლიბერთიმ“ ბიზნეს და აგროსესხებზე ახალი საგაზაფხულო აქცია დაიწყო..რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც არსებულ, ასევე ახალ მომხმარებლებს, ახალ ან სხვა ბანკიდან გადმოტანილ ბიზნეს და აგროსესხებზე, სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ.

რას გულისხმობს შეთავაზება? ამ საკითხზე „ლიბერთის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილე ირაკლი აბაშიძე გვესაუბრება.

  • პირველი მარტიდან „ლიბერთი ბანკში“ მცირე მეწარმეებს, აგრომეურნეობების მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ 2%-იანი ქეშბექით. უფრო კონკრეტულად რომ განავრცოთ ამაში რა იგულისხმება?

ის მომხმარებელი, რომელიც პირველი მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით ისარგებლებს „ლიბერთი ბანკში“ სესხით, მიიღებს 2%-იან ქეშბექს. ფაქტობრივად იმ თანხის 2% ერთ თვეში უკან დაუბრუნდება და ამ თანხას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.

  • გასულ წელს როგორ იმუშავა ლიბერთის საგაზაფხულო აქციამ და წელს ვის აქვს მეტი შანსი რომ თავისი წარმოება გაზარდოს?

„ლიბერთის“ საგაზაფხულო აქცია ვრცელდება საოჯახო მეურნეობებზე, მცირე მეწარმეებზე და იმ ფერმერებზე, რომლებიც აგრომეურნეობაში არიან ჩართული. საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა 2022 წელს ამ აქციას და წელსაც ჩვენი მიზანია, ის პირობები, რასაც ვთავაზობთ მომხმარებელს ხელმისაწვდომი იყოს, რათა თავისი ბიზნესი განავითარონ. პირობები საკმაოდ კარგია, რასაც 2%-იანი ქეშბექი ემატება, საკმაოდ კარგი შეღავათია ადამიანებისთვის, რომელთაც იაფ ფულად რესურსზე წვდომა სურთ. ამ სესხების ლიმიტი 50 ათას ლარამდეა და უგირავნო სესხია. ამ სესხით სარგებლობა მომხმარებელს ბანკში მისვლიდან რამდენიმე საათში შეუძლია. მეწარმეს სესხის გამოყენება როგორც მეურნეობისთვის ისე პირადი მოხმარებისთვის სხვადასხვა მიმართულებით შეუძლია. მათ შორის შეუძლია თანხის გამოყენება იპოთეკის ნაწილშიც.

  • რა პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება აღნიშნული აქცია?

პირველ მარტს დაიწყო და ორი თვე გაგრძელდება. მარტი და აპრილი არის ყველაზე აქტიური პერიოდი მცირე მეწარმეებისთვისა და აგრომეურნეობებისთვის და ვცდილობთ ხოლმე, რომ ამ პერიოდში ჩვენს მომხმარებლებლებს „გაზარდეს“ ფარგლებში სპეციალური პირობები შევთავაზოთ, რათა საქმიანობა კიდევ უფრო გავუმარტივოთ. ცნობილია, რომ „ლიბერთის“ ასევე შეთავაზება აქვს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ.

  • ამ შემთხვევაში რა პირობები გაქვთ?

„ლიბერთი ბანკმა“ 2022 წელს, თავისი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, აქცენტი გააკეთა განათლებასა და ადამიანების განვითარებაზე. ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდ აქცენტს ვაკეთებთ მეწარმეებზე. 2022 წელს ჩავერთეთ საკმაოდ საინტერესო პროექტში, რომელსაც ახორციელებს „მერსი კორპი“ და ავსტრიის განვითარების ფონდი. პროექტი მიზნად ისახავს 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას.

„ლიბერთი ბანკი“ ამ პროექტის პარტნიორია და მასში ჩართვა 18-დამ 35 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. პროექტი მიმდინარეობს საქართველს 4 მუნიციპალიტეტში. ამ პროექტში დარეგისტრირდა 1846 ახალგაზრდა. 704 მა ადამიანმა გაიარა პირველი ეტაპის ტრენინგები. მეორე ეტაპის ბიზნეს ტრენინგის შემდეგ კი შემოვიდა 369 იდეა. ფინალში გადასული ადამიანები კი საკუთარი ბიზნეს იდეების განსახორციელებლად მიიღებენ გრანტებს. ეს პროგრამა გვეხმარება იმაში, რომ ავწიოთ განათლების დონე რეგიონებში და მეწარმეებს გრანტებზე ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა, რათა დაიწყონ ახალი ბიზნესები ან არსებული ბიზნესები განავითარონ.

  • როგორი გამოხმაურება მოჰყვა პროექტს?

საკმაოდ მაღალი იყო აქტივობა რეგიონებში და ეს იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, რომლებიც ინტერესით ეკიდებოდნენ ყველაფერს. კარგი იდეები ჰქონდათ. ამ პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანია ასაკობრივი ზღვარი. პროექტის მიზანია ადამიანებმა საკუთარ რეგიონებში განავითარონ ბიზნესი და ჰქონდეთ თავისი სტაბილური შემოსავალი.

  • ამ პროგრამაში ჩართვა როდემდეა შესაძლებელი?

ეს არ არის მოკლევადიანი პროგრამა, ის სამი წლის მანძილზე გაგრძელდება. სწორედ ახლახანს დაიწყო მიღების მეორე ტალღა. დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ ეწვიონ პროექტის ფეისბუქის გვერდს „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) და გაიარონ რეგისტრაცია. ამ პროექტში „ლიბერთი ბანკი“ აქტიურად იქნება ჩართული. ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური განათლება და ამასთან მნიშვნელოვანია საკუთარი ბიზნესის სტაბილური მართვა. ჩვენი თანამშრომლები ჩართულები არიან და ამ მიმართულებით ცოდნას მომავალ და არსებულ ახალგაზრდა მეწარმეებს უზიარებენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები