დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საიდან შემოჰყავთ და როგორია მოთხოვნა ეგზოტიკურ თუთიყუშებზე, რომელთა ფასიც $5 000 აღწევს

საიდან შემოჰყავთ და როგორია მოთხოვნა ეგზოტიკურ თუთიყუშებზე, რომელთა ფასიც $5 000 აღწევს

2023-04-19 14:01:44

ზოომარკეტი  Pet Marks-ი რომელიც თბილისში ეგზოტიკური ფრინველების ერთ-ერთ ცნობილ მარკეტად ითვლება 15 ივლისს 10 წლის ხდება.

როგორც Pet Marks-ის მენეჯერი მარიამ მღებრიშვილი Business Insider Georgia-თან აცხადებს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ზოომარკეტის გაყიდვები თითქმის 40%-ით შემცირდა, რასაც  Pet Marks-ში ლოგისტიკის ხარჯების ზრდას უკავშირებენ. 

„ბევრად შემცირებულია გაყიდვები. გეტყვით, რომ ეგზოტიკური ფრინველების რეალიზაციის მაჩვენებელი პანდემიის დროს უფრო კარგი იყო, ვიდრე დღეს არის. კლება 2021 წლიდან დაიწყო. ამის მიზეზი კი ისაა, რომ გაძვირდა ტრანსპორტირება, საკვების ფასები - ეს ყველაფერი ფრინველის ფასზე აისახება. თუ კორონას დროს 30 ცალ ფრინველს გამოვიყვანდი და 2 დღეში აღარ მყავდა, დღეს ეს 30 ფრინველი შესაძლოა 2 კვირაც მყავდეს“, - აცხადებს Pet Marks-ის მენეჯერი. 

მარიამ მღებრიშვილის თქმით, Pet Marks-ში დღეისათვის 50 სახეობის 600-მდე ფრინველია

რაც შეეხება Pet Marks-ში ფრინველების ფასებს, მარიამ მღებრიშვილის თქმით, ფასები 30 ლარიდან იწყება და 5 000 დოლარამდეა. თავად ფასი კი დამოკიდებულია ფრინველების სახეობაზე, ასაკსა და სხვა.

ყველაზე ძვირადღირებულები სახეობებია „კაკადუები“ და „არას“ჯიშის თუთიყუშები, რომელთა ფასიც 3 000 დოლარიდან იწყება და 5 000 დოლარამდეა.

როგორც  Pet Marks-ის მენეჯერი აცხადებს, ფრინველების გამრავლდება ადგილზე, საშენში ხდება, ხოლო ნაწილი ევროპიდან ჩამოჰყავთ. Pet Marks-ი წლებია ევროპის წამყვან საშენებთან თანამშრომლობს. 

„ფიზიკურად ადგილზე იმდენი ფრინველის მოშენებას ვერ ვახდენთ, რაზეც მოთხოვნაა. ამიტომ არის სახეობები, რომელიც ჩამოგვყავს, ხოლო არის ისეთი სახეობები, რომელთაც ადგილზე ვამრავლებთ“, - აცხადებს Pet Marks-ის მენეჯერი.

მისი თქმით, პრემიუმ სეგმენტში ეგზოტიკური ფრინველების რეალიზაციის მაჩვენებელი თვეში საშუალოდ 1 ან 2 ცალია.

აღსანიშნავია, რომ  Pet Marks-ი აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე მუშაობს და ეგზოტიკური თევზებისა და ფრინველების მოშენება/რეალიზაციასთან ერთად აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტებს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს.

აღსანიშნავია, რომ Pet Marks-ი საზღვარგარეთიდან ფრინველების ტრანსპორტირებას ისეთი ყუთებით ახდენს, რომლის სტანდარტებსაც IATA ადგენს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები