დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო თურქეთთან არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას ელის - პრემიერი

საქართველო თურქეთთან არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას ელის - პრემიერი

2023-06-04 09:52:38

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "ერდოღანის ძლიერი ლიდერობის" პირობებში, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას ელის.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე დაწერა მას შემდეგ, რაც ის ხელახლა არჩეული პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო.

ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ღონისძიების სტუმრებს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით მიმართა.

ინაუგურაციის შემდეგ, მაღალი დონის სტუმრებს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩანქაიას სასახლეში სადილზე უმასპინძლა.

ინაუგურაციის ცერემონიას 100 მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ სახელმწიფოს ლიდერები, პრემიერ-მინისტრები, ასევე მაღალი დონის დელეგაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები