დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან ჩაის ექსპორტი შემცირდა

საქართველოდან ჩაის ექსპორტი შემცირდა

2023-03-18 23:10:45

ქართული ჩაის მთავარი საექსპორტო ბაზარი ბაზარი მონღოლეთია. წლიურ ჭრილში სწორედ მონღოლეთზე მოდის ექსპორტის 34%-ი. 

საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოდან ჩაის ექსპორტი შემცირდა. 2023 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტზე 55.10 ტონა ჩაი (არომატიზებული ან არაარომატიზებული) გავიდა, რაც 2022 წლის იანვართან შედარებით 43%-იან კლებას აჩვენებს. 

რაც შეეხება წლიურ სტატისტიკას 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 2,228.81 ტონა ჩაი გავიდა, 2021 წელს კი 2,439.95 ტონა შესაბამისად კლება 9%-ის დონეზე იყო.

2022 წელს საქართველომ ჩაის ექსპორტიდან 4,399.01 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, 2021 წელს კი 4,731.28 ათასი დოლარი.

ქართული ჩაის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია:

  • მონღოლეთი - 755.34 ტონა,
  • ყაზახეთი - 480.63 ტონა,
  • უკრაინა - 328.23 ტონა,
  • აზერბაიჯანი - 236.77 ტონა,
  • ბელორუსი - 141.80 ტონა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები