დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან ექსპორტი იზრდება - საქსტატი

საქართველოდან ექსპორტი იზრდება - საქსტატი

2023-02-13 11:33:48

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 461.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 29.1 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 459.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 38.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 002.9 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 25.2 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარში 543.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 37.2 პროცენტია.

 

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები