დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველომ ლტოლვილის სტატუსი 2 პირს მიანიჭა

საქართველომ ლტოლვილის სტატუსი 2 პირს მიანიჭა

2023-04-22 10:00:54

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ლტოლვილის სტატუსი 2 პირს მიანიჭა.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით იანვარ-მარტში საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მიღება მხოლოდ ორმა ადამიანმა შეძლოს, რომელთაგან ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქე იყო, ხოლო მეორის მოქალაქეობა დაუდგენელია. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველომ ლტოლვილის სტატუსი 41 პირს მიანიჭა, სადაც ძირითადად ავღანეთის მოქალაქეები ლიდერობდნენ. 

ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე, ასევე გაიცემა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” გაერო-ს 1951 წლის კონვენციით განსაზღვრული სამგზავრო დოკუმენტი/პასპორტი. ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე დოკუმენტი გაიცემა 2 წლის მოქმედების ვადით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები