დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მშენებლობის სექტორის აქტუალური საკითხები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მშენებლობის სექტორის აქტუალური საკითხები განიხილეს

2023-03-13 18:31:57

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში სამშენებლო კომიტეტის სხდომის ფარგლებში განხილული იყო სექტორისთვის ისეთი აქტუალური საკითხები, რომელიც ეხება შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებსა და სამშენებლო ნებართვების გაცემის პირობებს.

შეხვედრის ფარგლებში ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს მთავრობის N255-ე დადგენილება, რომელიც ეხება მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესებსა და პირობებს.

აღსანიშნავია, რომ დადგენილებით გათვალისწინებული გარკვეული ნორმები, კერძოდ ე.წ. „სამყოფისათვის გამოყენებული ფართობის“ არსებული განსაზღვრება, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის სადისკუსიო საკითხს წარმოადგენს, ვინაიდან ზემოხსენებული, მნიშვნელოვნად აზიანებს სექტორში მოღვაწე კომპანიების ინტერესებს.

საუბარი ასევე შეეხო, მთავრობის N41-ე დადგენილებას, რომელიც არეგულირებს შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, როგორც სექტორში მოღვაწე პასუხისმგებლიანი კომპანიები, აცხადებენ, რომ უსაფრთხოების კომპონენტი მათთვის უმთავრესი პრიორიტეტია, ვინაიდან აღნიშნული სრულ თანხვედრაშია კომპანიების საქმიანობის პრინციპებთან. თუმცა, ისეთი ტექნიკური საკითხები, როგორიცაა ავტოსაშხეფი სისტემების მონტაჟი და მისი გამოყენების წესები, საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად განაგრძობს იმ საკითხებზე მუშაობას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი წევრი კომპანიებისთვის. სწორედ მათთან კონსულტაციის საფუძველზე მოხდა გარკვეული საკითხების იდენტიფიცირება სამშენებლო მიმართულებით, რომელიც ეხება როგორც მშენებლობის ნებართვებსა და ექსპლუატაციის წესებს, ასევე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ამ სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობის უსაფრთხოება და მომხმარებლის კმაყოფილება, თუმცა არსებობს გარკვეული ტექნიკური საკითხები, რომლის პოზიტიური გადაწყვეტა მნიშვნელოვანია სამშენებლო სექტორისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ არგუმენტირებული კომუნიკაციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ამ საკითხების გადაჭრა“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები