დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს მასშტაბით PSP 306 აფთიაქს ფლობს

საქართველოს მასშტაბით PSP 306 აფთიაქს ფლობს

2023-04-20 19:16:24

საქართველოს მასშტაბით PSP 306 აფთიაქს ფლობს, რომელის ნახევარიც დედაქალაქშია განლაგებული.

სააფთიაქო ქსელი კომპანიამ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ყველა კუთხეში გაშალა, რომ თითოეული მოქალაქეს მაქსიმალურად გაუმარტივოს ჯანმრთელობაზე ზრუნვა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე წვდომა ჰქონდეთ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებსა და პარაფარმაცეტულ პროდუქტებზე. 

PSP ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული კომპანიაა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ფარმაცევტული დარგის შექმნასა და განვითარებაში. განვითარების მიმართულებით კვლავ განაგრძობს საქმიანობას.

PSP-ს საიტზე განთავსებული ინფორმაციით, PSP თბილისში 163 აფთიაქს ფლობს.

აფთიაქების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზე იმერეთია, სადაც PSP 41 აფთიაქს ფლობს. შემდეგ მოდის აჭარა, სადაც PSP 20 აფთიაქითაა წარმოდგენილი. 

სტატისტიკური მაჩვენებლებით, კახეთში PSP 16 აფთიაქია, სამეგრელოში 17 .  ასევე 11 აფთიაქს ფლობს PSP ქვემო ქართლში. შიდა ქართლში PSP-ს 13 აფთიაქია, გურიაში - 4, მცხეთა-მთიანეთი - 6, რაჭა - ლეჩხუმი, ქვემო სვანეთში - 3, ხოლო სამცხე ჯავახეთში PSP 8 აფთიაქის მფლობელია.

PSP პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადა ევროპული გარანტირებული ხარისხის მედიკამენტები.

1996 წელს მსოფლიოს უკვე 100-ზე მეტი წამყვანი ფარმაცევტული მწარმოებლის მედიკამენტების დისტრიბუტორი გახდა. ყოველწლიურად აფართოებს ასორტიმენტს მსოფლიო მედიცინის მიღწევების კვალდაკვალ, რითაც საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს ხდის გარანტირებული ხარისხის თანამედროვე მედიკამენტების და პარაფარმავეცტული პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს.

როგორც PSP-ს საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ყოველთვიურად 2 მილიონი მომხმარებელი ირჩევს PSP-ს თავის “ოჯახის აფთიაქად”.

 PSP აფთიაქის სრული ქსელი ყოველწლიურად გადის საკონტროლო აუდიტის ხარისხის მართვის სტანდარტებს,  უცხოელი სპეციალისტების მიერ. PSP პირველი ფარმაცევტული ქსელია, რომელმაც წარმატებით გაიარა (2011წ.) სასერტიფიკაციო აუდიტი, გერმანულმა სასერტიფიკაციო ორგანიზაციამ “TUV-Reinland/Berlin-Branderburg Group”-მა PSP-ს სააფთიაქო ქსელს მიანიჭა ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის (International Organization for Standardization) სერტიფიკატი ISO 9001:2000.

PSP საერთაშორისო ბიზნეს ჯილდოს Stevie Awards-ის ერთადერთი მფლობელი კომპანიაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

„სტივ ევორდი“ მსოფლიოს მასშტაბით ბიზნეს დაჯილდოვების ყველაზე პრესტიჟული, მნიშვნელოვანი და საპატიო დაჯილდოვებაა. 2017წლის საუკეთესო კომპანია ნომინაციაში „საუკეთესო რებრენდინგი/განახლება“ ფარმაცვეტული კომპნია PSP აირჩია 200-ზე მეტმა აღმასრულებელმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რომლებიც 12 ჟიურიში იყვნენ გაერთიანებულნი. ექსპერტების შეფასებით

„PSP-ს რებრენდინგი არის წარმატებული და შთამბეჭდავი პროექტი, რომელიც მთლიანად ბაზარს უბიძგებს განვითარებისკენ; ძალიან დასაფასებელია მომხმარებელზე ზრუნვა, რომელიც პროექტის ყველა ნიუანსში იგრძნობა”. 

2022 წელს PSP-მ, ერთ-ერთმა პირველმა, წარმატებით გაიარა GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი და სადისტრიბუციო საქმიანობის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი გადაეცა. სწორედ დისტრიბუციის ხარისხის მართვის სტანდარტი განაპირობებს იმას, რომ ევროპაში წარმოებული გარანტირებული ხარისხის მედიკამენტი ზუსტად ასეთივე ხარისხით მიეწოდება მომხმარებელს PSP აფთიაქში. 

2023 წელს წარმატებით გაიარა  GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის განმახორციელებელი- გერმანული საერთაშორისო აუდიტორული კომპანია- Heacon Service GmbH.

2023 წელსვე, საბითუმო დისტრიბუტორის GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის)  სტანდარტთან  შესაბამისობის სერტიფიკატი ასევე გადაეცა PSP Pharma-ს ქუთაისში არსებულ საწყობს. საქართველოს ნაციონალურ სტანდარტად აღიარებული და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კარგი სადისტრიბუციო სტანდრატის მოთხოვნების შესაბამისობა  უზრუნველყოფს PSP-ს მიერ დასავლეთ საქართველოს გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებით მომარაგებას.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები