დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი ₾3.05 მილიარდია

საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი ₾3.05 მილიარდია

2023-02-13 17:24:23

2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულებამ 3.05 მლრდ ლარი შეადგინა.

აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 460 მლნ ლარია.

საპენსიო სქემაში სულ 1 მლნ 195 ათასი ადამიანია გაწევრიანებული.

საპენსიო სააგენტოს იანვრის საინვესტიციო ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის ამოქმედებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის იანვრის ჩათვლით, რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) 2.66% შეადგინა, ხოლო წმინდა ამონაგებმა - 41.85%.

საინვესტიციო ანგარიშის თანახმად, აქტივების 80.9% ლარშია განთავსებული, ხოლო 19.1% - უცხოურ ვალუტაში.

დღეის მდგომარეობით, აქტივების გეოგრაფიული ალოკაცია ასეთია: 81.2% ადგილობრივი აქტივებია,18.8% კი - უცხოური.

საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება:

სადეპოზიტო სერტიფიკატები და ვადიანი ანაბრები - 60.8%;

საქართველოს სახაზინო ობლიგაციები - 16.4%;

აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები - 10.6%;

გლობალური აქციები - 7.4%;

მიმდინარე ანგარიშები - 3.8%;

ევროობლიგაციები - 0.8%;

ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები - 0.1%.

იანვრის ანგარიშის მიხედვით, აქტივების 88.6% ფიქსირებულ განაკვეთზეა მიბმული, 3.9% ცვლადზე, 7.4% კი გლობალური აქციებია.

რაც შეეხება ვადიანობას, აქტივების ნახევარზე მეტი, 57.5%, 2 და მეტი წლით არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ აქტივების 58.4%-ს BB- საკრედიტო რეიტინგი აქვს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები