დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რკინიგზით სატრანზიტო გადაზიდვებში ყაზახეთი დაწინაურდა

საქართველოს რკინიგზით სატრანზიტო გადაზიდვებში ყაზახეთი დაწინაურდა

2023-03-03 08:30:11

საქსტატის ცნობით, 2022 წელს ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 25.0 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენს, 20.7 პროცენტისათვის - თურქმენეთი, 6.6 პროცენტისათვის - რუსეთის ფედერაცია, 6.4 პროცენტისათვის - ბრაზილია, ხოლო 2.4 პროცენტისათვის - ჩინეთი.

საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 30.1 პროცენტი მოდის ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, 26.8 პროცენტი - ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, ხოლო 13.5 პროცენტი - საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე. სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია განაწილება ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში, სადაც 72.5 პროცენტი ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 10.0 პროცენტი - ქვანახშირზე, ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე და ბუნებრივ აირზე, ხოლო 7.5 პროცენტი - სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებზე.

რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობროდუქტები და ბუნებრივი აირი (42.7 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (20.1 პროცენტი) და ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (12.2 პროცენტი), ხოლო გატანილია ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (42.2 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (20.8 პროცენტი), სოფლის მეურნეობის პროდუქტები (13.7 პროცენტი) და სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (12.7 პროცენტი). 2022 წელს ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 71.9 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები