დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს საბანკო ასოციაცია კიბერთაღლითობის თავიდან აცილების მიზნით რჩევებს გვიზიარებს

საქართველოს საბანკო ასოციაცია კიბერთაღლითობის თავიდან აცილების მიზნით რჩევებს გვიზიარებს

2023-06-06 01:50:56

საქართველოს საბანკო ასოციაცია კიბერთაღლითობის თავიდან აცილების მიზნით რჩევებს გვიზიარებს:

„უკანასკნელ პერიოდში ხშირია შემთხვევები, როცა კიბერთაღლითები, კიბერთაღლითობის მსხვერპლის შესარჩევად ყიდვა-გაყიდვის მსხვილ პლატფორმებს იყენებენ. თუ პირს აღნიშნულ ყიდვა-გაყიდვის პლატფორმაზე გასაყიდი ნივთი აქვს, მას WhatsApp ან Viber-ის საშუალებით უკავშირდებიან და ნივთის საფოსტო ან საკურიერო სერვისით მიწოდებას სთავაზობენ;  შემდეგ თითქოსდა საკურიერო სერვისის ყალბ ბმულს უგზავნიან და შემდგომი ინსტრუქციების მიყოლას სთხოვენ.

გაუთვიცნობიერებელი გამყიდველი გადადის მიღებულ ბმულზე (ყალბ გვერდზე), რომელიც რომელიმე ბანკის  ინტერნეტ-ბანკის გვერდის მსგავსი შეიძლება იყოს და გვერდზე არსებული  მითითების შესაბამისად, შეყავს დისტანციური არხის (ინტერნეტ-ბანკის) ან სულაც ბარათის სრული მონაცემები.

გაფრთხილდით - ამგვარად ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა ხდება! - გაუფრთხილებელი მომხმარებელი თვითონ გადასცემს თაღლითს ინტერნეტ-ბანკის ან ბარათის მონაცემებს და მას ანგარიშიდან  თანხა ეჭრება. ნაცვლად იმისა, რომ პირიქით - გასაყიდი ნივთის თანხა ანგარიშზე ჩაერიცხოს“ - ნათქვამია საბანკო ასოციაციის მიერ გაზიარებულ ინფორმაციაში

როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ არ გავხდეთ მსგავსი თაღლითური შემთხვევების მსხვერპლი?

1)            არავითან შემთხვევაში მესამე მხარის მიერ მოწოდებულ ბმულზე არ გადახვიდეთ და არ შეიყვანოთ ინტერნეტ-ბანკის ან საბანკო ბარათის მონაცემები;

2)            ნივთის ონლაინ გაყიდვისას, მყიდველს თქვენთვის თანხის ჩასარიცხად გაუზიარეთ მხოლოდ თქვენი საბანკო ანგარიშის, ან პირადი ან მობილურის ნომერი.

3)            თუ გადაუმოწმებლად მიჰყევით ბმულს და შეიყვანეთ ინტერნეტ-ბანკის მომხმარებელი და პაროლი, იმ წამსვე გამოცვალეთ თქვენი ინტერნეტ-ბანკის პაროლი

4)            თუ აღმოაჩინეთ, რომ თაღლითურ გვერდზე საბარათე მონაცემები გააზრიარეთ, უმალვე დაუკავშირდით მომსახურე ბანკს და დაბლოკეთ ბარათი. ის ბარათი შემდგომ აღარ გამოიყენოთ და შეუკვეთეთ ახალი. 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები