დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში 15 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი გაორმაგდა - ზრდა 132%-ია

საქართველოში 15 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი გაორმაგდა - ზრდა 132%-ია

2023-05-03 11:45:59

2022 წელს საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა (კაცი) 10%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წელს საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რიცხოვნობამ 647 738 შეადგინა, მაშინ როდესაც 2021 წლის მაჩვენებელი 587 524 კაცი იყო.

აღსანიშნავია, რომ ბილო წლების სტატისტიკით, მზარდია.

შედარებისთვის 2007 წელს საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა იყო 279 474, შესაბამისად 2022 წელს რაოდენობა 132%-იან ზრდას აჩვენებს.

რაც შეეხება საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილს საშუალო წლიურ მოსახლეობაში 2022 წლის სტატისტიკით 17,4%-ი იყო, ხოლო 2021 წელს 15,8%-ი. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები